სპორტი არგენტინაში
არგენტინაში სპორტის საკმაოდ ბევრი სახეობაა გავრცელებული. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია მოსახლეობის მულტიკულტურულობით და რბილი ამინდით. ყველაზე პოლულარული სპორტია ფეხბურთი. სპორტის სხვა სახეობებიდან, რომლებიც პროფესიუნალურ თუ სამოყვარულო დონეზეა გავრცელებული, აღსანიშნავია: ათლეტიზმი, ავტოსპორტი, კალათბურთი, კრივი, ველოსპორტი, ბალახის ჰოკეი, თევზაობა, გოლფი, ხელბურთი, ალპინიზმი, ცხენბურთი, ციგურული ჰოკეი, ნიჩბოსნობა, რაგბი, აფრით ცურვა, თხილამურებზე სრიალი, ცურვა, ჩოგბურთი და ფრენბურთი. სპორტის ამ სახეობების უმრავლესობა, სანაკრებო დონეზეა, მაგრამ მათ შორის გამონაკლისია ჩოგბურთი, კრივი და გოლფი. მიუხედავად იმისა, რომ ცხენბურთი (Pato) არგენტინის ეროვნული სპორტია, ის არც ისე პოპულარულია.
ფეხბურთი
რედაქტირებაარგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იმ რვა ქვეყნის ნაკრებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული. ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი (1978 და 1986 წლებში), ორჯერ დაეუფლა ოლიმპიური ოქროს მედალს (2004 და 2008 წლებში), ოთხჯერ კოპა ამერიკის თასს, ერთხელ კონფედერაციის თასს და ექვსჯერ ფიფას ოც წლამდელთა ჩემპიონატის თასს. არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს მოპოვებული აქვთ რეკორდული რაოდენობის, ლიბერტადორესის 22 თასი და 9-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. არგენტინის პრიმერა დივიზიონი უმაღლესი დონის საშინაო ჩემპიონატია. ქვეყნის ყველაზე ცნობილი, ისტორიული და სათაყვანებელი ფეხბურთელია დიეგო მარადონა.
1995 წლიდან არგენტინას ჰყავს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც.
კალათბურთი
რედაქტირებაკალათბურთი არგენტინაში ასევე საკმაოდ პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს, განსაკუთრებით პროვინციებში. საკალათბურთო კლუბების ასოციაცია ორგანიზებას უწევს ეროვნულ საკალათბურთო ლიგას (Liga Nacional de Básquet), რომელიც ქვეყნის ლიგებს შორის უმაღლესია. არგენტინის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 1950 წელს ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა 2000-იან წლებამდე კალათბურთი არგენტინაში დიდი პოლულარობით ვერ სარგებლობდა, სანამ ეროვნულმა ნაკრებმა 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი არ მოიპოვა. ასევე, 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე შესაბამისად მეორე და მეოთხე ადგილი დაიკავა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არგენტინის სპორტის დეპარტამენტის ოფიციალური საიტი
- Argentina cuna de campeones: 60 años de títulos mundiales დაარქივებული 2009-12-07 საიტზე Wayback Machine. Clarín, 2005.
- არგენტინის საფეხბურთო კლუბების გერბები დაარქივებული 2007-10-01 საიტზე Wayback Machine.
- Información, estadísticas y noticias actualizadas del fútbol del interior argentino დაარქივებული 2009-12-26 საიტზე Wayback Machine.
- Información y estadísticas del fútbol del interior argentino
- Rugby argentino: Los Pumas, URBA, Tucumán, Córdoba, Litoral, Cuyo y el resto de la actividad del país დაარქივებული 2006-08-04 საიტზე Wayback Machine. El Rugbier, 2006.
- Todo el rugby del Litoral y el país დაარქივებული 2011-01-28 საიტზე Wayback Machine.
- Datos históricos
- Sitio Oficial de la Liga Nacional de Clubes de Básquetbol
- Sitio Oficial de la Asociación Argentina de Tenis დაარქივებული 2023-02-05 საიტზე Wayback Machine.
- Información, estadísticas e historia del deporte argentino y mundial დაარქივებული 2010-04-18 საიტზე Wayback Machine.
- Sitio Web Oficial de FAA
- "La natación argentina en las olimpíadas de Londres de 1948", Andarivel 14.
- Secretaría de Deportes del Gobierno de la Provincia de Buenos Aires
- Asociacion argentina de golf