უხანის მეტროპოლიტენი

უხანის მეტროპოლიტენი (ჩინ.: 武漢軌道交通) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ უხანში. მიეკუთვნება მსუბუქლიანდაგიანებს. 2007 წლის მონაცემებით შედგება 1 ხაზისგან, მაგრამ იგეგმება 7. 10 სადგურისგან შემდგარი პირველი ხაზი „ხანკოუ“ — გაიხსნა 2004 წლის 28 სექტემბერს.

ხაზი 1 („ხანკოუ“) რედაქტირება

ხაზი 1-ის სიგრძე — 10,2 კმ.-ია. იგი შედგება 10 სადგურისაგან. 2010 წლისთვის ხაზი ორივე მხარის მიმართულებით უნდა გაიზრდოს 30 კმ.-მდე. სავარაუდოდ შეადგენს 26 სადგურს. ყველა სადგური ხანკოუშია და არ კვეთს მდინარეს. 2007 წელს გაიხსნა შემდეგი სადგურები:

  1. „ზონგუან“  (ჩინ.: 宗關, ინგლ. Zongguan)
  2. „ტაიპინიანი“ (ჩინ.: 太平洋, ინგლ. Taipingyang)
  3. „ციაოკოულო“ (ჩინ.: 橋口路, ინგლ. Qiaokoulu)
  4. „ჩონჟენლუ“ (ჩინ.: 崇仁路, ინგლ. Chongrenlu)
  5. „ლიჩჟიბეილუ“ (ჩინ.: 利濟北路, ინგლ. Lijibeilu)
  6. „იოილუ“ (ჩინ.: 友誼路, ინგლ. Youyilu)
  7. „ჩჟიანხანლუ“ (ჩინ.: 江漢路, ინგლ. Jianghanlu) — გადასასვლელი მე-2 ხაზზე.
  8. „დაჩჟილუ“ (ჩინ.: 大智路, ინგლ. Dazhilu)
  9. „სანიანლუ“ (ჩინ.: 三陽路, ინგლ. Sanyanglu)
  10. „ჰუანპულუ“ (ჩინ.: 黃埔路, ინგლ. Huangpulu)