ტრანსილვანიის პლატო

ტრანსილვანიის პლატო (რუმ. Podişul Transilvaniei) — პლატო ცენტრალურ რუმინეთში.

ტრანსილვანიის პლატო
კოორდინატები: 46°30′ ჩ. გ. 24°30′ ა. გ. / 46.500° ჩ. გ. 24.500° ა. გ. / 46.500; 24.500
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
სიმაღლე 300–900 
ტრანსილვანიის პლატო — რუმინეთი
ტრანსილვანიის პლატო

მდებარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ კარპატებსა და დასავლეთ რუმინეთის მთებს შორის, მთათაშუა ქვაბულში 300–600 მ (კიდეებზე — 900 მ-მდე) სიმაღლეზე. უმთავრესად აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით.

რელიეფში ჭარბობს ბორცვიანი მაღლობები და კუესტური სერები, რომლებიც დანაწევრებულია ხევებითა და ხეობებით. არის ხორბლის, თამბაქოსა და შაქრის ჭარხლის ნათესები. ძლიერ დანაწევრებულ კალთებზე სტეპი და ტყესტეპია.

გაბატონებულია კონტინენტური კლიმატი. ტრანსილვანიის პლატოზეა ქალაქები: კლუჟ-ნაპოკა, ბრაშოვი, სიბიუ, ტირგუ-მურეში. არის საწვავი აირისა და ქვამარილის საბადოები.

ლიტერატურა რედაქტირება