ომბალო (Mentha pulegium) — მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები.

ომბალო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
სახეობა:  ომბალო
ლათინური სახელი
Mentha pulegium
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164256

საქართველოში ველურად ბევრგანაა გავრცელებული, უფრო მეტად კი დასავლეთში, მაგრამ კულტურულად ყველგან მოჰყავთ. ომბალო ყინვაგამძლეა, აქვს სწორმდგომი, მწვანე, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი ღერო, 46 სმ-მდე სიმაღლისა.

ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი მწვანეა. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, განსაკუთრებით ყვავილობისას. კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 525, თბ., 1984