მიკრომილაკები

მიკრომილაკები — არიან ღრუიანი ღეროები, დაახლოებით, 25 ნანომეტრი დიამეტრი სიგრძით. ნანახია ყველა ეუკარიოტული უჯრედის ციტოპლაზმაში. ღრუიანი მილის კედელი აგებულია გლობალური ცილისაგან, რომელსაც ტუბულინი ეწოდება. ტუბულინის თითოეული მოლეკულა არის დიმერი, რომელიც შედგება ორი უმნიშვნელოდ განსხვავებული პოლიპეპტიდური სუბერთეულისგან: α-ტუბულინისგან და β-ტუბულინისაგან. მიკრომილაკი სიგრძეში იზრდება მის ბოლოზე ტუბულინის დიმერების დამატებით. მიკრომილაკები შეიძლება დაიშალოს და მისი ტუბულინი გამოყენებულ იქნას ახალი მიკრომილაკის ასაგებად უჯრედის სხვა ადგილზე.

მიკრომილაკის სტრუქტურა

მიკრომილაკები უჯრედს აძლევენ ფორმას და ამყარებენ. ასევე ისინი გამოიყენება როგორც ბილიკები, რომელთა გასწვრივაც მამოძრავებელი ცილებით აღჭურვილი ორგანოიდებს შეუძლიათ მოძრაობა. მაგალითად, მიკრომილაკები სეკრეტორულ ვეზიკულებს წარმართავენ გოლჯის აპარატიდან პლაზმურ მემბრანამდე. მიკრომილაკებს, ასევე, უჯრედის გაყოფის პროცესში ქრომოსომების გამოცალკევების უნარი შესწევთ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, „ბიოლოგია“, VII გამოცემა, გვ. 143,145, თბ., 2009 წელი.