მახინჯაური (ბათუმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახინჯაური.

მახინჯაური — დასახლება ბათუმის დაქვემდებარებაში, მწვანე კონცხის უბანში. მახინჯაურში არის რკინიგზის სადგური.

დასახლება
მახინჯაური

მახინჯაურის რკინიგზის სადგური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ბათუმი
კოორდინატები 41°40′31″ ჩ. გ. 41°41′41″ ა. გ. / 41.67528° ჩ. გ. 41.69472° ა. გ. / 41.67528; 41.69472
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 3401 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სატელეფონო კოდი +995 422
საფოსტო ინდექსი 6015
მახინჯაური (ბათუმი) — საქართველო
მახინჯაური (ბათუმი)
მახინჯაური (ბათუმი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მახინჯაური (ბათუმი)

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 15 მეტრზე. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,7 °C, ივლისისა 22,2 °C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,8 °C. ნალექები 2750 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყლები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ისტორია რედაქტირება

შედიოდა ხელვაჩაურის რაიონში. 1959 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო სადაბო საბჭოს ცენტრი (სოფლები: შუა მახინჯაური და განთიადი). განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2011 წელს დაბის დიდი ნაწილი გამოეყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და მოექცა ბათუმის შემადგენლობაში.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 [1] 5931
1970 [1]   4421
1979[1]   2768
1989[1]   3702
2002[1]   3401

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org