მასწავლებლის გლობალური ჯილდო

მასწავლებლის გლობალური ჯილდო (ინგლ. Global Teacher Prize) — ყოველწლიური $1 მილიონი დოლარის ჯილდო რომელიც ორგანიზებულია ვარკის ფონდის მიერ და გაიცემა მასწავლებელზე, რომელმაც განსაკუთრებულ წვლილი შეიტანა პროფესიაში[1][2][3]. მასწავლებლების ნომინაცია, რომლებიც შეესაბამებიან სპეციფიკურ კრიტერიუმებს ღიაა ყველასათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი თავი[4]. ჟიურს წარმოადგენს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკადემია, რომელიც შედგება უფროსი მასწავლებლების, საგანმანათლებლო ექსპერტების, კომენტატორების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, ტექნიკური მეწარმეების, კომპანიის დირექტორების და მეცნიერებისგან რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხეს წარმოადგენენ[4][5] .

მასწავლებლის გლობალური ჯილდო
ჯილდო 1 მლნ დოლარი
წარადგენს ვარკის ფონდი
ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული საამიროები
პირველად გადაეცა 2015, ნენსი ათველი აშშ-ის დროშა
ბოლოს გადაეცა 2020, რანჯიტსინჰ დისალი ინდოეთის დროშა
მიმდინარე მფლობელი რანჯიტსინჰ დისალი
globalteacherprize.org

ყოველწლიური ჯილდო დაიწყო განათლებისა და უნარების მეორე გლობალურ ფორუმზე 2014 წლის მარტში და პირველ კონკურსში შევიდა 5000 ნომინაცია 127 ქვეყნიდან[6][7][8].

მასწავლებლის გლობალური ჯილდო, რომელსაც ჟურნალისტები მასწავლებლის პროფესიის ნობელის პრემიას ეძახიან[2][9][10][11], არა მარტო წარმოაჩენს და პატივს მიაგებს ამ პროფესიას, არამედ სათანადოდ აღიარებს იმ შრომას, რასაც მასწავლებლები ეწევიან მთელს მსოფლიოში[12][13]. ვარკის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს:

ვიკიციტატა
„ჩვენ გვსურს რეკლამა გავუკეთოთ მასწავლებლებს, როგორც ვარსკვლავებს და მხარი დავუჭიროთ ხარისხიან განათლებას იმისათვის რომ წარმოვაჩინოთ უზარმაზარი გავლენა რომელსაც მასწავლებლები ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე.[14][15]

ისტორია რედაქტირება

2015 წლის მარტში მასწავლებლის პირველი, ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადაეცა ნენსი ათველს, ინგლისური ენის ინოვატორ მასწავლებელს მენის შტატის ერთ-ერთ სოფელში, აშშ. მან დააარსა და ხელმძღვანელობს სკოლას, სადაც მოსწავლეები კითხულობენ საშუალოდ 40 წიგნს წელიწადში, თვითონ არჩევენ რა წაიკითხონ და შემდეგ წერენ შემოქმედებითად[9][10][16]. ათველმა გამოსცა ცხრა მეთოდოლოგიური წიგნი სწავლებაზე, მათ შორის ერთ-ერთის ნახევარ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა[16][17]. მან მთლიანდ შესწირა $1 მილიონი პრიზი მისი სკოლის სტიპენდიებს და განვითარებას. ეს არის არამომგებიანი ცენტრი სწავლა სწავლებისა, რომელიც ასევე წარმოადგენს სამოდელო სკოლას სასწავლო მეთოდების განვითარება-გავრცელებისათვის[10][16][18][19].

ჯილდოს მფლობელები რედაქტირება

წელი ქვეყანა სახელი პროფესია სქოლიო
2015 მენი,   აშშ ნენსი ათველი ინგლისურის მასწავლებელი და ტრენერი
2016 რამალა,   პალესტინა ჰანან ალ-ჰრუბი პალესტინელი მასწავლებელი [20]
2017 კვებეკი,   კანადა მეგი მაკდონელი ინუიტის მასწავლებელი [21]
2018 ლონდონი,   ინგლისი ანდრია ზაფირაკუ ხელოვნების მასწავლებელი [22][23][24][25]
2019 ნაკურუ,   კენია პიტერ ტაბიჩი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი [26]
2020 მაჰარაშტრა,   ინდოეთი რანჯიტსინჰ დისალი [27]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Applications open for world’s first one million dollar teacher prize" დაარქივებული 2016-05-15 საიტზე Wayback Machine. (press release). EducationandSkillsForum.org. March 2014.
  2. 2.0 2.1 Shapiro, Jordan. "Now There's A Davos Of Education And A $1 Million 'Nobel Prize' For Teachers". Forbes. 22 March 2014.
  3. Global Teacher Prize – About the Prize. GlobalTeacherPrize.org. Retrieved 31 July 2015.
  4. 4.0 4.1 Strauss, Valerie. "Can a $1 million global teacher competition (backed by Bill Clinton) boost the profession?". Washington Post. 30 August 2014.
  5. Global Teacher Prize – Meet the Academy. GlobalTeacherPrize.org. Retrieved 31 July 2015.
  6. Quimby, Beth and Dennis Hoey. "First 'Nobel Prize for Teaching' goes to Mainer". Portland Press Herald. March 15, 2015.
  7. "The (Million-Dollar) Value Of Great Teaching". NPR. 15 March 2015.
  8. Press Trust of India."Three Indians Shortlisted for $1 Million Prize for Outstanding Teachers". NDTV. 8 December 2014.
  9. 9.0 9.1 "Nancie Atwell Of Maine Wins $1 Million Global Teaching Prize". NPR. 16 March 2015.
  10. 10.0 10.1 10.2 Gambino, Lauren (March 23, 2015). „The world's best teacher lives in rural Maine and doesn't care about test scores“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2019-02-11.
  11. *"First 'Nobel Prize of teaching' winner gets $1 million". CNN. 17 March 2015.
  12. "Teachers From India Urged to Apply for Global Teacher Prize 2016" დაარქივებული 2016-06-14 საიტზე Wayback Machine. . The New Indian Express. 30 May 2015.
  13. Varkey, Sunny. "Put education at the top of global agenda" დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . TES. 6 March 2015.
  14. Coughlan, Sean. "World's top teacher to win $1m prize in new competition". BBC News. 29 October 2013.
  15. Coughlan, Sean. "The man behind the million-dollar teacher". BBC News. 5 May 2015.
  16. 16.0 16.1 16.2 Associated Press. "Maine Teacher Wins $1 Million Global Teacher Prize in Dubai". New York Times. 15 March 2015.
  17. Coughlan, Sean. "Global teacher prize winner to give away $1m". BBC News. 15 March 2015.
  18. Marsh, Sarah. "US teacher wins $1m for developing reading and writing skills". The Guardian. 15 March 2015.
  19. "10 Incredible Facts about Prize Winner Nancie Atwell" დაარქივებული 2018-03-19 საიტზე Wayback Machine. . VarkeyFoundation.org. 19 March 2015.
  20. Coughlan, Sean. (14 March 2016) Palestinian teacher wins global prize.
  21. Foundation, Varkey. (21 February 2017) Maggie MacDonnell - Global Teacher Prize 2017 Winner.
  22. Andria Zafirakou from north London wins $1m 'world's best teacher' prize en (2018-03-18). ციტირების თარიღი: 2018-03-18
  23. „Inspirational London teacher Andria Zafirakou wins $1m Global Teacher Prize“. ITV News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-18.
  24. Coughlan, Sean (2018-03-18). „UK teacher wins global best teacher prize“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-18.
  25. Aitkenhead, Decca (23 March 2018). „Best teacher in the world Andria Zafirakou: ‘Build trust with your kids – then everything else can happen’“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 March 2018.
  26. Peter Tabichi - The 2019 Global Teacher Prize Winner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-27. ციტირების თარიღი: 2020-12-03.
  27. Ranjitsinh Disale - The 2020 Global Teacher Prize Winner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-10. ციტირების თარიღი: 2020-12-03.