პიტერ ტაბიჩი (ინგლ. Peter Tabichi; დ. 1982, ნიამირის ოლქი, ნიანზის პროვინცია, კენია) — კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული. ასწავლის სოფელ პვანის კერიკოს სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. არის ფრანცისკანელთა რელიგიური ორდენის წევრი.

პიტერ ტაბიჩი
დაბადების თარიღი 1982
ნიამირის ოლქი, ნიანზის პროვინცია, კენია
საქმიანობა მასწავლებელი
წინამორბედი ანდრია ზაფირაკუ
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

პიტერ ტაბიჩი დაიბადა კენიის სოფელში[1]. მან აღნიშნა რომ მასწავლებლობა შთააგონა საკუთარმა ოჯახმა[2]. მან თავისი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო კერძო სკოლაში[2]. კერიკოს საშუალო სკოლაში კი მუშაობა 2016 წელს დაიწყო[3]. ის თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 % ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს, დასვენების დღეებში კი დამატებით გაკვეთილებს უტარებს ბავშვებს[4].

პიტერმა სკოლაში შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები, რომლებიც მიზანიც მოსწავლეების კვლევით პროექტებში ჩაბმა და მეცნიერებით დაინტერესებაა. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პიტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ გამოფენაში, რომელიც 2019 წელს, არიზონაში იმართება[4].

2019 წელს გახდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული და დააჯილდოვეს 1 მლნ დოლარით[5][6][7][8][9]. პიტერ ტაბიჩს ჯილდო გადასცა ჰიუ ჯეკმენმა და მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ[10].

სქოლიო რედაქტირება

  1. Kenyan teacher wins $1 million global teaching prize en. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  2. 2.0 2.1 Chebet, Caroline. Peter Tabichi: World’s best teacher donates 80% of his salary to the poor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-03. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  3. Franciscan Brothers Mountbellew en-US. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  4. 4.0 4.1 ვინ არის პიტერ ტაბიჩი - მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი კენიიდან
  5. Dockrill, Peter. Kenyan Science Teacher Who Gives 80% of His Salary Away Just Won a $1M Global Prize en-gb. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  6. TES News (2019-03-24), Peter Tabichi wins the Global Teacher Prize, https://www.youtube.com/watch?v=BGQDO32RV7Q. წაკითხვის თარიღი: 2019-03-25
  7. Global Teacher Prize: Man who gives away 80% of his salary wins $1m award en. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  8. CNN, Madison Park. Kenyan teacher who gives away 80% of his salary awarded $1M global prize. ციტირების თარიღი: 2019-03-25
  9. „Peter Tabichi, prof de maths au Kenya et « meilleur enseignant du monde »“ (ფრანგული). 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2019-03-25.
  10. Bahari News Kenya (2019-03-24), UHURU KENYATTA CONGRATULATES KENYAN TEACHER WHO WON KSH 100 MILLION GLOBAL TEACHER AWARD, https://www.youtube.com/watch?v=K1AgnaG7EXY&feature=youtu.be. წაკითხვის თარიღი: 2019-03-25