კრომველის მუზეუმი

კრომველის მუზეუმი — მუზეუმი ჰანტინგდონში, ინგლისში. იგი შეიცავს კოლექციებს, რომლებიც იკვლევენ ოლივერ კრომველის ცხოვრებას და უფრო მცირე რაოდენობით ინფორმაციას მისი ვაჟის, რიჩარდ კრომველის ცხოვრებაზე. ოლივერ კრომველი დაიბადა ჰანტინგდონში 1599 წელს, თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ჰანტინგდონში გაატარა. მუზეუმი მდებარეობს ყოფილი გიმნაზიის სკოლის შენობაში, რომელშიც კრომველმა მიიღო ადრეული განათლება. დაარსდა 1962 წელს, მუზეუმი შეიცავს მნიშვნელოვან არტეფაქტებს, ნახატებს და ბეჭდურ მასალას, რომელიც ეხება პროტექტორატს.[2] მუზეუმი ამჟამად ეძღვნება ოლივერ კრომველის მემკვიდრეობას.

კრომველის მუზეუმი
52°19′50″ ჩ. გ. 0°11′03″ დ. გ. / 52.330694° ჩ. გ. 0.184389° დ. გ. / 52.330694; -0.184389
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Huntingdon
ოფიციალური საიტი https://www.cromwellmuseum.org/[1]
Map


შენობა რედაქტირება

კრომველის მუზეუმი მდებარეობს ძველი გიმნაზიის სკოლის შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ კრომველი და დიარისტი სამუელ პეპისი.[3] შენობა ინახავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის საავადმყოფოს შუა საუკუნეების დარბაზის ფრაგმენტებს (დაახლოებით 1170-1190 წლებში).[3] საავადმყოფო მოწყალებას იღებდა ღარიბებისთვის და დაარსდა დევიდ ერლ ჰანტინგდონის მიერ. ავგუსტინეს წესის დაცვით, საავადმყოფოს ოსტატები დაინიშნენ ქალაქის მერის მიერ, 1547 წელს.[4] ქალაქის კორპორაციაში მოთავსებული, საავადმყოფოს შენობა გახდა, ჰანტინგდონის გრამატიკული სკოლა, რომელიც შენობაში გადავიდა 1896 წელს, მანამ სანამ ახალ ადგილას გადაიტანდნენ და საბოლოოდ გადავიდა ქალაქის გარეუბანში ჰინინჩბრუკის სახლში.[5]

შენობა ინტენსიურად შეიცვალა და შემცირდა სკოლის პერიოდში.[6] იგი ნაწილობრივ გადააკეთეს 1863 წელს, შემდეგ კი ძლიერ აღადგინეს 1878, წელს არქიტექტორ რობერტ ჰატჩინსონის ხელმძღვანელობით, 900 ფუნტი სტერლინგის ღირებულებით. ხარჯები გადაიხადა დრამატურგმა დიონ ბუციკომ, მისი შვილის ხსოვნისათვის, რომელიც დაიღუპა აბატ რიპტონის რკინიგზის ავარიაში, 1876 წელს. შენობა აგურით იყო მოპირკეთებული და როდესაც ის აღადგინეს, აღმოჩენილი იქნა დაბლოკილი რომანული კარიბჭე.[5] ექსტერიერის სხვა მახასიათებლები მოიცავს, ხუთ დეკორატიულ სამრეკლოს და დარბაზის ნავების ორ ყურეს.[3] შენობას ჰქონდა მინიჭებული წოდება, როგორც “უძველესი ძეგლი“, მაგრამ ეს წოდება მან მიიღო 2003 წელს, ინგლისური მემკვიდრეობის განხილვის შემდეგ.[7] ეს არის II ხარისხის შენობა.[3]

კრომველის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად, 1958 წელს, ჰანტინგდონში ჩატარებული დროებითი გამოფენის შემდეგ, ჰანტინგდონშირის საგრაფოს საბჭომ შეიმუშავა კოლექცია, ქალაქის ყველაზე ცნობილი მკვიდრის აღსანიშნავად და გადაწყდა, რომ ცარიელი გიმნაზია შესაფერისი ადგილი იქნებოდა, კრომველისადმი მიძღვნილი მუზეუმისთვის. მუზეუმი გაიხსნა 1962 წელს, მას შემდეგ, რაც ინტერიერი გაფორმდა. თავდაპირველად მართავდა ჰანტინგდონშირის საგრაფოს საბჭო, 1974 წლიდან მუზეუმზე პასუხისმგებლობა კემბრიჯშირის საგრაფოს საბჭოს ბიბლიოთეკის სამსახურს გადაეცა.[7] მუზეუმის კოლექცია, მთლიანად, ხელახლა გამოიფინა 1988 წელს და ნახლდებოდა 2003 წლის ნოემბრიდან, 2004 წლის მაისის ბოლომდე, როდესაც განხორციელდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და დამონტაჟდა ტემპერატურის კონტროლის სისტემები.[7]

კოლექციები რედაქტირება

 
კრომველის მუზეუმის ინტერიერი

მუზეუმის კოლექცია "კრომველიანა" საუკეთესო კოლექციაა დიდ ბრიტანეთში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 610 ინდივიდუალურ ნივთს, 2009 წლის შეფასებით. მუზეუმი ფლობს მისი კოლექციის ნივთების დაახლოებით 70%-ს, ბუშის ოჯახის კოლექციები (ჰენრი კრომველის შთამომავლები, ოლივერ კრომველის მეოთხე ვაჟი), სამეფო შეიარაღების კოლექცია და ლონდონის მუზეუმის საგნები, მათ შორის ტანგიეს კოლექცია.[7]

მუზეუმს აქვს კრომველისა და მისი ოჯახის მრავალი პორტრეტი, მათ შორის ორი პორტრეტი რობერტ უოკერის (გარდაიცვალა 1658 წელს), სერ პიტერ ლელის (მოღვაწეობდა 1618-1680 წლებში) ცნობილი "მეჭეჭების და ყველაფრის" პორტრეტი და რამდენიმე მინიატურა სამუელ კუპერის სტილში.[8] მუზეუმს აქვს ეპოქის არაერთი მონეტა და რამდენიმე პორტრეტული მედალი, მათ შორის ტომას სიმონის “Lord Protector“-ის მედალის ასლი.[2]

მუზეუმში წარმოდგენილია, ჰენრი კრომველის შთამომავლების მიერ გადაცემული ობიექტებისა და პორტრეტების უნიკალური ჯგუფი, მათ შორის კრომველის ქუდი, რომელიც მოიხსნა 1653 წელს პარლამენტის დაშლისას. მუზეუმში ასევე გამოფენილია კრომველის კუთვნილი აფთიაქების კაბინეტი და ფლორენციული კაბინეტი, რომელიც მას გადასცა ტოსკანის ჰერცოგმა.[2]

კრომველის საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული საჯარო დოკუმენტების უმრავლესობა, ინახება კევის ეროვნულ არქივში. მუზეუმში ინახება ამობეჭდილი პამფლეტების დიდი კოლექცია და იმ პერიოდის ძირითადი ტექსტების ასლები, როგორიცაა 1657 წლის “თავმდაბალი პეტეცია და რჩევა“, რომელიც განმარტავს პარლამენტის ორგანიზაციის ოფისის მოვალეობებს.[2] კრომველის კოლექცია მდებარეობს ახლომდებარე ჰანტინგდონის ბიბლიოთეკისა და არქივის შენობაში. იგი იძლევა ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ოლივერ კრომველზე და მის აკადემიური წრეების მიღმა დროზე. კოლექცია თავისუფლად არის ხელმისაწვდომი და შეიქმნა 2002 წელს ვოლფსონის ბრიტანული ისტორიის პროგრამის გრანტის დახმარებით.[9]

მუზეუმის დახურვა რედაქტირება

მუზეუმი დაიხურა საკრებულოს ბიუჯეტის დაგეგმარების მიზნით, 2015-2016 წლებში, ხოლო დანაზოგი იყო 20 000 ფუნტი წელიწადში.[10][11] 2016 წლის 1 აპრილს, მუზეუმის მენეჯმენტი კემბრიჯშირის საგრაფოს საბჭოდან გადავიდა საქველმოქმედო ფონდში.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Collections დაარქივებული 25 June 2013 საიტზე Wayback Machine. , Cromwell Museum website, accessed 5 May 2013
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Cromwell Museum, British Listed Buildings, accessed 5 May 2013
  4. "Hospitals: St John Baptist, Huntingdon", A History of the County of Huntingdon: Volume 1 (1926), pp. 397-398
  5. 5.0 5.1 Kelly's Directory of Huntingdonshire დაარქივებული 2013-07-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (London: Kelly's Directories Limited, 1903), pp.28-30.
  6. School History დაარქივებული 2022-01-21 საიტზე Wayback Machine. , Hinchingbrooke House.org, accessed 5 May 2013
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Cromwell Museum: Forward Plan January 2010 – December 2013 დაარქივებული 10 May 2012 საიტზე Wayback Machine. , Cambridgeshire County Council 2009
  8. Cromwell Museum, BBC "Your Paintings" project, bbc.co.uk, accessed 5 May 2013
  9. Cromwell Collection website დაარქივებული 2013-07-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, accessed 5 May 2013
  10. Julian Makey, Huntingdon's unique Cromwell Museum could be axed by Cambridgeshire County Council in big cuts package დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. , 27 November 2013
  11. Stuart Radcliffe Cromwell Museum in Huntingdon threatened with closure, 29 November 2013
  12. Cromwell Museum Trust (31 March 2020).