კრისტოფერ ანტონ „კრის“ რი[1] (დ. 4 მარტი, 1951) — ბრიტანელი როკ და ბლუზური გიტარისტი მიდლზბროდან (ინგლისი). გამორჩეულია ბოხი ხმით და სლაიდ გიტარაზე შესრულების ტექნიკით[2][3]. „გინესის როკოპედიაში“ აღწერილია როგორც „ხრეშიანი ვოკალის მქონე უშიშარი გიტარისტი“.[4] British Hit Singles & Albums აღნიშნავს, რომ იგი 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ბრიტანეთის ათეულში „The Road to Hell (Part 2)“-ის მოხვედრის დროისთვის მას უკვე ჰქონდა წამყვანი ევროპელი შემსრულებლის სახელი.[5] მისი ორი სტუდიური ალბომი, The Road to Hell და Auberge ლიდერობდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[5] შემსრულებელი სამჯერ იყო ნომირებული ბრიტანული მუსიკის ჯილდოზე (1988, 1989, 1990).[6][7][8] 2009 წლისთვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 30 მილიონზე მეტი ალბომი.[9]

კრის რი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტოფერ ანტონ რი
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1951 (1951-03-04) (73 წლის)
დაბ. ადგილი მიდლზბრო, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • გიტარისტი
  • მუსიკალური პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • პიანინო
აქტიური 1978–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
საიტი chrisrea.com
კრის რი ვიკისაწყობში

ამერიკაში რი უფრო მეტად ცნობილია 1978 წლის ჰიტით „Fool (If You Think It's Over)“, რომელიც „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #12 პოზიციას იკავებდა და ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #1 იყო. ამ წარმატებამ კრისს მოუპოვა ნომინაცია გრემიზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, 1979 წელს.[10] მისი სხვა ცნობილი სიმღერებია „I Can Hear Your Heartbeat“, „Stainsby Girls“, „Josephine“, „On the Beach“ (ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #9), „Let's Dance“, „Driving Home for Christmas“, „Working on It“ (მეინსტრიმული როკის ჩარტში #1), „Tell Me There's a Heaven“, „Auberge“, „Looking for the Summer“, „Winter Song“, „Nothing To Fear“, „Julia“ და „If You Were Me“, დუეტი ელტონ ჯონთან.[11]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2000). The Great Rock Discography, 5th, ედინბურგი: Mojo Books, გვ. 800–801. ISBN 1-84195-017-3. 
  2. David Sinclair. (27 April 2006) Chris Rea. The Times. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  3. Danny Scott. (3 December 2017) Me and My Motor: singer Chris Rea. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
  4. Roberts, David (1998). Guinness Rockopedia, 1st, London: Guinness Publishing Ltd., გვ. 354–355. ISBN 0-85112-072-5. 
  5. 5.0 5.1 Roberts, David (2005). British Hit Singles & Albums. London: Guinness World Records Limited, გვ. 60. ISBN 1-904994-00-8. 
  6. 1988 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
  7. 1989 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
  8. 1990 Brit Awards. Awards & Winners. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
  9. „Programmes | 'Still so far to go'. BBC News. 5 October 2009. ციტირების თარიღი: 19 April 2014.
  10. Bee Gees Head Lists For 6 Grammy Awards. Daytona Beach Morning Journal. The News-Journal Corporation (9 January 1979). ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  11. (2002) The International Who's Who in Popular Music 2002. Psychology Press, გვ. 424. ISBN 978-1857431612.