კატალანური ვიკიპედია

კატალანური ვიკიპედია (კატ. Viquipèdia en català) — ვიკიპედიის განყოფილება კატალანურ ენაზე. დაფუძნდა 2001 წლის 16 მარტს. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. 2009 წლის სექტემბერში კატალანურ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია. 2012 წლის მაისის მდგომარეობით მოიცავს 374 ათასს სტატიას. კატალანური ვიკიპედია ქრონოლოგიურად ვიკიპედიის მესამე განყოფილებაა. იგი გერმანული ვიკიპედიის დაარსებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეიქმნა. 2001 წლის 16 მარტს ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უეილზმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია შექმნას ვიკიპედია სხვა ენებზე, მათ შორის კატალანურ ენაზე.[1] პირველი ტესტები ჩაატარეს deutsche.wikipedia.com-ზე, ხოლო მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთის შემდეგ შეიქმნა კატალანური ვიკიპედია დომენზე сatalan.wikipedia.com. პირველი რედაქტირება არაინგლისურენოვან ვიკიპედიაში შესრულდა კატალანურ განყოფილებაში 2001 წლის 16 მარტს: 21:07 UTC. პირველი არაინგლისურენოვანი სტატია აგრეთვე კატალანურ ვიკიპედიში დაიწერა 2001 წლის 17 მარტს, სტატია: Àbac — „აბაკი“.[2]

ვიკიპედიის ნიშანი კატალანური ვიკიპედია
Viquipèdia en català
განყოფილების ლოგო
მისამართი: ca.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: კატალანური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 16 მარტი
სტატიების რაოდენობა: 750 218
გვერდების რაოდენობა: 1 874 954
რედაქტირებების რაოდენობა: 33 366 284
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 480 662
აქტიური მომხმარებელი: 1 233
ადმინისტრატორი: 28
სიღრმე: 40

გარკვეული დროის შემდეგ დომენი შეიცვალა ca.wikipedia.com-ით, ხოლო შემდეგ ca.wikipedia.org-ით. კატალანურ ვიკიპედიაში პირველ ვიკიპედიელად მიიჩნევა მომხმარებელი: Cdani. აღსანიშნავია, რომ 2004 წლის მდგომარეობოთ კატალანურ ვიკიპედიაში მხოლოდ 10 ათასი სტატია არსებოდა. ერთი წლის შემდეგ სტატიების რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია. 2007 წელს აღრიცხული იყო 50 ათასი სტატია, 2008 წლის იანვრისთვის 100 ათასი სტატია. კატალანური ვიკიპედიაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობოდა სტატიების დამუშავება სიიდან ვიკიპედია:აუცილებელი სტატიები.

ამჟამად კატალანურ ვიკიპედიაში 27 ადმინისტრატორია, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი 1000 აჭარბებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
კატალანურ ენაზე
Viquipèdia en català