აბაკი
აბაკი (ძვ. ბერძნ. ἄβαξ, ἀβάκιον < ლათ. abacus — „დაფა“) — საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისათვის, იხმარებოდა ძველ საბერძნეთში, რომში, შემდეგ — დასავლეთ ევროპაში (XVIII საუკუნემდე). დაყოფილი იყო ზოლებად, ანგარიში ხდებოდა ამ ზოლებში მოთავსებული სათვლელი ქვების (კენჭების, ძვლის კოჭების) გადაადგილებით. შორელ აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო აბაკის ჩინური ანალოგი — სუან-პანი, რუსეთში — საანგარიშო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.