ირაკლი შოთაძე (დ. 1983, თბილისი) — საქართველოს მთავარი პროკურორი 2015 წლის 19 ნოემბრიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი 2013 წელს. 2013-2015 წლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე
საქართველოს გენერალური პროკურორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 თებერვალი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
წინამორბედიშალვა თადუმაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი, 2015 – 31 მაისი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიორგი ბადაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული1983
თბილისი, საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასახელმწიფო უნივერსიტეტი
(იურიდიული ფაკულტეტი)

ბიოგრაფია რედაქტირება

2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:

7 მარტი 2006 - 3 აპრილი 2006 — საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი

  • 4 ოქტომბერი 2006 - 28 ივლისი 2009 — ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი
  • 28 ივლისი 2009 - 10 სექტემბერი 2010 — საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი

2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით[1]

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება