ვახტანგი (ლიპარტელიანი)

ეპისკოპოსი ვახტანგი ( ერისკაცობაში — გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი; დ. 25 ოქტომბერი, 1965, თბილისი) — ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარი 2015 წლის 1 ივნისიდან.

ვახტანგი
ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი
პროვინცია რაჭა
ეპარქია ნიკორწმინდის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 1 ივნისი, 2015
პირადი მონაცემები
საერო სახელი გიორგი ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1965
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. მალევე იქნა არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს მღვდელმთავრად, რასაც იმავე წლის 1 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიერ მისი ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კუთხევა მოჰყვა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება