ერთი ბავშვის პოლიტიკა

ერთი ბავშვის პოლიტიკა (ჩინ.: 计划生育政策) — ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელისაც ჩინეთის მთავრომა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებს. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც - ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა.[1] ის ოფიციალურად ზღუდავს დაოჯახებულ წყვილებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლისგან. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში არის გამონაკლისებიც. კერძოდ: სოფელში მაცხოვრებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და დედისერთა მშობლებისთვის.[2] ერთი ბავშვის პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა გნაცხადა, რომ შეზღუდვა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 35.9%-ზე ვრცელდება.[3] ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები: ჰონგ-კონგი და მაკაო ამ შეზღუდვიდან მთლიანად განთავისუფლებულები არიან. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებზეც.

სამთავრობო წარწერა ტანგ შანში:
"აყვავებული, ძლიერი ერისა და ბედნიერი ოჯახისთვის გთხოვთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ოჯახის დაგეგმვა."

2015 წლის 29 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტლებით ერთი ბავშის პოლიტიკა ორი ბავშის პოლიტიკამ ჩაანაცვლა[4][5][6][7].

ეფექტი მოსახლეობის ზრდასა და შობადობის კოეფიციენტზე რედაქტირება

 
ჩინეთის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა. თითოეული კუბიკი განსაზღვრავს 5 წლიან ასაკობრივ ჯგუფს. ერთი ბავშვის პოლიტიკა ბოლო წლებში მცირე წლოვანების რადენობის შემცირებას იწვევს.

ერთი ბავშვის პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, ჩინეთის შობადობის კოეფიციენტი1980 წლის მონაცემებით სამი ახალშობილიდან ერთ ქალზე 2008 წლისთვის 1.8-მდე და 2011 წლისთვის 1.54-მდე დაეცა.[8]

ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ერთი ბავშვის პოლიტიკის გამოყენებით მათ 2008 წელს 300-400 მილიონით ნაკლები მოსახლეობა ჰყავდათ ვიდრე ის იქნებოდა მის გარშე.[9][10] ისინი მიიჩნევენ რომ ამ პოლიტიკამ ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. შობადობის და მოსახლეობის ზრდის შემცირებამ შეამცირა ის პრობლემებიც რომლებიც ჭარბ მოსახლეობას მოყვება. კერძოდ: ეპიდემიები, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, გადატვირთული სოციალური მომსახურება (ჯანმრთელობა, განათლება, სამართლის დაცვა). მიუხედავად ამ პოლიტიკისა ჩინეთში ყოველ ხუთ კვირაში მილიონით უფრო მეტი ადამიანი იბადება ვიდრე კვდება.[10]

ეფექტი მდედრობითი სქესის მოსახლეობაზე რედაქტირება

 
"გუანინი რომელიც აგზავნის შვილებს", ტაძარში პატარა სოფელ დანშანში, სიჩუანის პროვინცია.

ჩინეთში სხვა აზიური ქვეყნების მსგავსად უპირატესობას ვაჟიშვილს ანიჭებენ.[10] ზოგადად მიღებულია, რომ სოფლებში ვაჟიშვილი უფრო გამოსადეგია სამეურნეო საქმიანობაში. როგორც სოფლებში ასევე ქალაქებში არის ტრადიციული და ეკონომიკური მოტივები, მათ შორის კონფუციანიზმიც რის გამოც ვაჟიშვილს ამჯობინებენ . ვაჟიშვილის ყოლას ამჯბინებენ ასევე რადგან ის მშობლებს საპენსიო ასაკის დროს უწევს ფინანსურ დახმარებას, და ზოგადად ბიჭის მშობლებ უკეთესი პირობები აქვთ ვიდრე მისი მეუღლის მშობლებს, რადგან ქორწინების შემდეგ გოგო ახალი ოჯახის წევრად ითვლება. მამაკაცების წილი მოსახლეობაში არის უფრო მაღალი ვიდრე ქალების, რადგან ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში მშობლები არჩევნ ყავდეთ ვაჟი ვიდრე ქალიშვილი.[11]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Better 10 Graves Than One Extra Birth (ISBN 1-931550-92-1, Laogai Research Foundation)
  • Greenhalgh, Susan, (2008). Just One Child: Science and Policy in Deng's China (ISBN 978-0-520-25339-1, University of California Press)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Information Office of the State Council Of the People's Republic of China. (August 1995) Family Planning in China. Embassy of the People's Republic of China in Lithuania. ციტირების თარიღი: 27 October 2008. Section III paragraph 2.
  2. BBC: China steps up "one-child policy".
  3. Most people free to have more child (7/11/2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-17. ციტირების თარიღი: 2009-07-31.
  4. China to end one-child policy and allow two. BBC News.
  5. China to allow two children for all couples. Xinhua (29 October 2015).
  6. Tom Phillips. China ends one-child policy after 35 years. The Guardian.
  7. The 'model' example of China's one child policy - BBC News. BBC News.
  8. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2011-08-03.
  9. Family Planning Law and China's Birth Control Situation
  10. 10.0 10.1 10.2 John Taylor. (2005-02-08) China - One Child Policy. Australian Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2008-07-01.
  11. Therese Hasketh, Li Lu, and Zhu Wei Xing. 2005. "The effects of China's One-Child Family Policy after 25 Years" დაარქივებული 2009-07-02 საიტზე Wayback Machine. , New England Journal of Medicine, 353, No. 11 (September 15): 1171-1176.