ელისაბედ ჩაიკინა

საბჭოთა კავშირის გმირი

ელისაბედ (ლიზა) ივანეს ასული ჩაიკინა (რუს. Елизаве́та Ива́новна Ча́йкина; დ. 28 აგვისტო, 1918, სოფელი რუნა, პენოს რაიონი, ახლანდელი ტვერის ოლქი — გ. 22 ნოემბერი, 1941, დაბა პენო) — პარტიზანული მოძრაობის მონაწილე დიდი სამამულო ომის (1941–1945) პერიოდში. საბჭოთა კავშირის გმირი (1942 წლის 6 მარტი, სიკვდილის შემდეგ[1]). კომპარტიის წევრი 1939 წლიდან. 1933 წელს ქოხ-სამკითხველოს გამგე. 1939 წლიდან საკავშირო ალკკ პენოს რაიკომის მდივანი, ფაშისტური ოკუპაციის პერიოდში — იატაკქვეშა რაიკომის მდივანი. 1941 წლის ნოემბერში შეიპყრეს ფაშისტებმა და სასტიკი წამების შემდეგ დახვრიტეს. ელისაბედ ჩაიკინას სახელი მიენიჭა სახალხო მეურნეობის წარმოება-დაწესებულებებს, სკოლებსა და პიონერულ რაზმებს. ქალაქ კალინინში (ახლანდელი ტვერი) — კომკავშირის დიდების მუზეუმს. დაბა პენოში აღმართულია მისი ძეგლი (1944 წელი, მოქანდაკე ნ. ტომსკი).

ელისაბედ ჩაიკინა

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР Указ Президиума Верховного Совета СССР „О присвоении звания Героя Советского Союза тов. Чайкиной Е. И.“ от 6 марта 1942 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1942. — 25 марта (№ 9 (168)). — С. 1.