დალასის შემსყიდველთა კლუბი

„დალასის შემსყიდველთა კლუბი“ (ინგლ. Dallas Buyers Club) — ამერიკული დრამა, რეჟისორი — ჟან-მარკ ვალე. მსოფლიო პრემიერა შედგა 2013 წლის სექტემბერში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ტორონტოში, ფართო ამერიკულ რელიზში, ფილმი გამოვიდა ორი თვის შემდეგ. სარეიტინგო კომპანია MPPA-მ ფილმს მიანიჭა სტატუსი „R“, რომლის მიხედვითაც ყველას 17 წლის ქვემოთ უნდა ახლდეს მშობელი ან ზრდასრული.

„დალასის შემსყიდველთა კლუბი“
ჟანრი დრამა
რეჟისორი ჟან-მარკ ვალე
სცენარის ავტორი კრეიგ ბორნეტი,
მელისა უოლლეკი
როლებში მეთიუ მაკ-კონეჰი,
ჯარედ ლეტო
ჯენიფერ გარნერი
ოპერატორი ივ ბელანჟე
ხანგრძლივობა 117 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 5 500 000 $
შემოსავალი 55 198 285 $[1]

მთავარი როლი ითამაშა მეთიუ მაკ-კონეჰმა. ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მას კარგად ახასიათებდნენ პრესაში, აღნიშნავდნენ, რომ მსახიობების მუშაობის ხარისხი მაღალი იყო, განსაკუთრებით კი მეთიუ მაკ-კონეჰისა და ჯარედ ლეტოსი. ისინი ოსკარის დაჯილდოების 2014 წლის ცერემონიაზე ერთმანეთის ფარული კონკურენტები იყვნენ. მაყურებელთა უმრაველსობის აზრით ეს როლები მათ კარიერაში საუკეთესო იყო[2][3][4].

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მთავარი გმირი ტეხასის მცხოვრები რონ ვუდრუფი (მეთიუ მაკ-კონეჰი), ელექტრო-მექანიკოსი და როდეო-კოვბოია, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებითაა და სამსახურითაა დაკავებული. 1985 წელს, უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელიც სამსახურში მოხდება, ის საავადმყოფოში ხვდება, სადაც მას შიდსის დიაგნოზს დაუსვამენ. ექიმებმა მას უთხრეს, რომ მაქსიმუმ ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი. ვუდრუფი არ იღებს სასიკვდილო განაჩენს, ამბობს, რომ ის არ არის როკ ჰადსონი და მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნას იწყებს.

რონის დიაგნოზის გაგების შემდეგ, მეგობრები მას მოერიდებიან, იმის გათვალისწინებით, რომ მას დაავადება ჰომოსექსუალური კავშირის შედეგად შეეყარა. ბიბლიოთეკაში ის გაიგებს, რომ შიდსი დაუცველი სექსის დროსაა გადამდები. ეს მას არისხებს და საგონებელში აგდებს, რადგან მან იცის საკუთარი დაუცველი სექსუალური კავშირების შესახებ სუსტი ყოფაქცევის ქალებთან.

საავადმყოფოშის გაიცნობს ექიმ ივ საკსს (ჯენიფერ გარნერი), რომელიც მას უამბობს სატესტო პრეპარატის ზიდოვუდინის (AZT) შესახებ, რომელიც საავადმყოფოში იყიდება. ეს პრეპარატი გარკვეულწილად ეხმარება შიდსით დაავადებულებს სიცოცხლის გახანგრძივებაში, მაგრამ ამავდროულად, ის მხოლოდ საცდელი პრეპარატია, რომელიც არაა გაყიდვაში — პაციენტების ნახევარი იღებს მას, მეორე ნახევარი კი იღებს პლაცებოს. რონი დაელაპარაკება კლინიკის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ ფარულად გადასცეს საცდელი პრეპარატი. რადგან AZT პაციენტის ჯანმრთელობიას საშინლად აზიანებს, რონი მასთან ერთად ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიღებასაც იწყებს.

რადგანაც რონმა აშშ-ში ვერ შეძლო შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოძებნა, მალევე მექსიკის საზღვარს კვეთს. უცხო ქვეყანაში ის იგებს, რომ შიდსის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ იშვიათი პრეპარატების წყალობით (ზალციტაბინი, პეპტიდ ტე) შესაძლებელია დაავადების პროგრესირების გარკვეული დროით შეჩერება. ის შეისყიდის ამ პრეპარატებს დიდი რაოდენობით და იწყებს ამერიკაში მათ გაყიდვას.

ის მალევე გაიცნობს ტრანსექსუალ რეიონს და მასთან ერთად დაარსებს კომპანიას შემსყიდველთა სახელით. რაიონი დიდ როლს ითამაშებს რონის ცხოვრებაში. მათი კომპანია მალევე გახდება პოპულარული მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რადგანაც მათი სამკურნალო ნარკოტიკები არ გახდება ლეგალური, ისინი იაპონიასთან, ისრაელთან და ამსტერდამთან კავშირს ამყარებენ.

როდესაც რეიონი ცუდად გახდება, მას საავადმყოფოში წაიყვანენ, სადაც ის AZT-ს მიღების გამო გარდაიცვლება, ექიმების შეცდომის გამო. მეგობრის სიკვდილმა რონი საერთოდ შეცვალა. ის ჰომოფობიურად იწყებს ფიქრს და ინტერესდება მხოლოდ ფულით. საბოლოოდ 1987 წელს მას გაასამართლებენ.

როლებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

ჯილდოები და ნომინაციები
ჯილდო კატეგორია ნომინაცია შედეგი
ჰოლივუდის კინოფესტივალი «საუკეთესო მსახიობი» მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
წლის წარმატება (სამსახიობო მუშაობისათვის) ჯარედ ლეტო მოგებული
გოტემი მამაკაცის საუკეთესო როლი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
რომის კინოფესტივალი საუკეთესო ფილმი ნომინირებული
აუდიტორიის პრიზი მოგებული
საუკეთესო მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი ივ ბელანჟე მოგებული
ოქროს პეპელა მოგებული
კინომატოგრაფიული ოსტატობისთვის მოგებული
„დამოუკიდებელი სული“ მამაკაცი საუკეთესო როლი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
თანამგზავრი» მამაკაცის საუკეთესო როლი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
ნიუ იორკის კინოკრიტიკოსთა წრე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
ნიუ იორკის ონლაინ კინოკრიტიკოსთა წრე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
ბოსტონის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
ვაშინგტონის კინოკტირიკოსთა ასოციაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
აშშს გილდიის კინომსახიობთა ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო როლი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედ ლეტო მოგებული
საუკეთესო მსახიობთა ჯგუფი ნომინირებული
სან-დიეგოს კინოკრიტიკოსების ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცის როლი - დრამა მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
დეტროიტის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია საუკეთესო მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ჰიუსტონის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ჩიკაგოს კინოკრიტიკოსების ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ტორონტოს კინოკრიტიკოსების ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
კრიტიკოსების არჩევანი საუკეთესო ფილმი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ოსტინის კინოკრიტიკოსების ასოციაცია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ფენიქსის კინოკტირიკოსთა უმრაველსობა საუკეთესო მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ფლორიდის კინოკრიტიკოსების წრე მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
ნევადის კინოკრიტიკოსთა უმრავლესობა საუკეთესო მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
აშშს პროდიუსერთა გილდიის პრემია საუკეთესო ფილმი ნომინირებული
აშშს სცენარისტთა გილდიის პრემია საუკეთესო სცენარი კრეიგ ბორნეტი, მელისა უოლლეკი ნომინირებული
ოსკარი საუკეთესო ფილმი რობი ბრენერი, რეიჩელ უინტერი ნომინირებული
მამაკაცის საუკეთესო როლი მეთიუ მაკ-კონეჰი მოგებული
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ჯარედლეტო მოგებული
საუკეთესო სცენარი რობი ბრენერი,მელისა უოლლეკი ნომინირებული
საუკეთესო გრიმი ადრუტა ლი, რობი მეთიუსი მოგებული
საუკეთესო მონტაჟი ჟან-მარკ ვალე, მარტინ პენზა ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. boxofficemojo.com «Dallas Buyers Club». Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2014-05-04.
  2. Oscars 2013 Nominations: Charts & Graphs. Gold Derby. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-28. ციტირების თარიღი: 2013-11-21.
  3. Oscars 2013 Nominations: Charts & Graphs for Supporting Actor. Gold Derby. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-24. ციტირების თარიღი: 2013-11-21.
  4. Dallas Buyers Club (2013). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2013-11-21.