გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2

გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2“ (ინგლ. Guardians of the Galaxy Vol. 2) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც ეფუძნება Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების სუპერგმირების გუნდის თავგადასავლებს. იგი გადაღებულია Marvel Studios-ის მიერ, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. ფილმი არის რიგით მეთხუთმეტე მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს სერიებში. მისი რეჟისორია ჯეიმზ განი. ფილმში როლებს ასრულებენ კრის პრეტი, ზოი სალდანა, დეივ ბატისტა, ვინ დიზელი, ბრედლი კუპერი, მაიკლ რუკერი, კერენ გილანი, პომ კლემენტიევი, ელიზაბეთ დებიკი,კრის სალივანი, შონ განი, სილვესტერ სტალონე და კურტ რასელი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პიტერ კვილი შეიტყობს თავისი მამის ვინაობას, მაგრამ მშობელთან შეხვედრა მას უსიამოვნებას მოუტანს.

„გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2“
რეჟისორი ჯეიმზ განი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი ჯეიმზ განი
ეფუძნება გალაქტიკის მცველები
დენ ებნეტი
ენდი ლენინგი
როლებში
მუსიკა ტაილერ ბეიტსი
ოპერატორი ჰენრი ბრემი
მონტაჟი
სტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 10 აპრილი, 2017 (2017-04-10) (ტოკიო)
  • 5 მაისი, 2017 (2017-05-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 136 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 863.4 მილიონი აშშ დოლარი[1]

ფილმის ანონსმა ოფიციალურად გაიჟღერა 2014 წლის San Diego Comic-Con International-ზე, სანამ პირველი ფილმი გამოვიდოდა. ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის თებერვალში, Pinewood Atlanta Studios-ში, ჯორჯიაში და დასრულდა იმავე წლის ივნისში. განმა მასზე მუშაობისას, გადაწყვიტა კვილის მამის ამბის შესწავლა. 2016 წლის ივლისში დადასტურდა, რომ ამ უკანასკნელს შეასრულებდა კურტ რასელი. განსხვავებით კომიქსის ვერსიისგან, მისი როლი გავართოვდა - კვილის მამა ცოცხალ პლანეტად იქცა.

ფილმის პრემიერა 2017 წლის 10 აპრილს, ტოკიოში გაიმართა. იგი გამოვიდა 2017 წლის 5 მაისს, 3D და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 863.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ნამუშევარში გამოკვეთილი იუმორი და მსახიობთა გუნდი, თუმცა აღნიშნეს, რომ იგი არ იყო ისეთი „ცოცხალი“, როგორც პირველი ნაწილი. გაგრძელება, გალაქტიკის მცველები: ნაწილი 3, ამჟამად მზადდება. ჯეიმზ განი იქნება მისი რეჟისორი და სცენარისტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2017.