კრისტოფერ მაიკლ პრეტი (ინგლ. Christopher Michael Pratt; დ. 21 ივნისი, 1979) — ამერიკელი მსახიობი. პრეტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სატელევიზიო როლებით, კერძოდ, ენდი დუაიერის როლით ტელესერიალიდან „პარკები და დასვენების ზონები“ (2009–2015), რისთვისაც დაიმსახურა კრიტიკოსთა კეთილგანწყობა და ნომინირებული იქნა „ტელეკრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოზე“ 2013 წელს. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა The WB-ის სერიალში „ევერვუდი“ (2002–2006).[2][3] მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „განსაკუთრებით საშიში“ (2008), „ჯენიფერის სხეული„ (2009), „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ (2011), „თითქმის დაქორწინებულები“ (2012), „მიზანი ნომერი ერთი“ (2013) და „მისი“ (2013).

კრის პრეტი

პრეტი „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს
მშობლიური სახელი Chris Pratt
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1979 (1979-06-21) (45 წლის)[1]
ვირჯინია, მინესოტა, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2000-დღემდე
მეუღლე(ები)

კრისტოფერ მაიკლ პრეტი დაიბადა 1979 წლის 21 ივნისს ვირჯინიაში, მინესოტას შტატში.[4] დედამისი კეტი პრეტი, რომელიც ნორვეგიული წარმოშობისაა,[5] მუშაობდა სუპერმარკეტების ქსელში „SafeWay“, ხოლო მამამისი დენ პრეტი, მეშახტე იყო, მაგრამ მოაგვიანებით შეუდგა სახლების რეკონსტრუქციას.[2][6][7] კრისმა ბავშვობა გაატარა ლეიკ-სტივენსში, ვაშინგტონის შტატში. 1997 წელს დაამთავრა ლეიკ-სტივენსის საშუალო სკოლა.[8] 2000 წელს შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიან საშინელებათა ფილმში „დაწყევლილი: ნაწილი 3“, რომლის გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში.[9][10]

პრეტმა საყოველთაო აღიარება მოპოვა მას შემდეგ, რაც გადაიღეს „ლეგო ფილმსა“ (2014) და „გალაქტიკის მცველებში“ (2015). 2015 მონაწილეობდა „იურული პარკის“ სერიის რიგით მეოთხე ფილმში „იურული სამყარო“.[11] 2016 წელს განასახიერა ჯოშუა ფარადეის როლი „შესანიშნავ შვიდეულში“, იმავე წელს კი ჯიმ პრესტონის როლი ფილმში „მგზავრები. 2017 წელს მიიღო როლი გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილში. 2018 წელს გადაიღეს ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“. იმავე წელს ითამაშა „იურული სამყაროს“ გაგრძელებაში „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“. 2014 წელს მიიღო სატურნის ჯილდო ნომინაციაში — „საუკეთესო მსახიობი კაცი“. 2015 წელს ჟურნალმა „Time“ დაასახელა მსოფლიოს წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.[12]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 დაწყევლილი: ნაწილი 3 Cursed Part 3 დეივონი
2001 მონადირე The Huntress ნიკ ოუენსი
2003 ექსტრემალთა გუნდი The Extreme Team კინანი
2002–2006 ევერვუდი Everwood ბრაიტ ებოტი
2006–2007 მარტოხელა გულები The O.C. ჩე
2005 განადგურება Path of Destruction ნეითან მაკეინი
2005 თავისუფალი ცხოვრება Strangers with Candy ბრეისონი
2008 არაჩვეულებრივი მოგზაურობა Wieners ბობი
2008 ბეტმენი Batman: The Animated Series ჯეიკი (ხმა)
2008 განსაკუთრებით საშიში Wanted ბერი
2009 პატარძლების ომი Bride Wars ფეტჩერ ფლემსონი
2009 ოცნებები სრულდება Deep in the Valley ლესტერ უოტსი
2009 ჯენიფერის სხეული Jennifer's Body რომან დუდა
2009–2014 პარკები და დასვენების ზონები Parks and Recreation ენდი დუაიერი
2010–2011 ბენ 10: უცხოპლანეტელთა ძალა Ben 10: Ultimate Alien კუპერ დენიელსი
2011 წამიყვანე სახლში Take Me Home Tonight კაილ მასტერსონი
2011 შენ მერამდენე ხარ? What's Your Number? საზიზღარი დონალდი
2011 10 წლის შემდეგ Ten Years კალი
2011 ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა Moneyball სკოტ ჰატბერგი
2012 თითქმის დაქორწინებულები The Five-Year Engagement ალექსი
2012 მიზანი ნომერი ერთი Zero Dark Thirty „ზღვის კატების“ დანაყოფის წევრი
2013 კინო 43 Movie 43 დაგი
2013 მისი Her პოლი
2013 მიმწოდებელი Delivery Man ბრეტი
2014 გალაქტიკის მცველები Guardians of the Galaxy პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2014 ლეგო ფილმი The Lego Movie ემეტ ბრიკოვსკი
2015 იურული სამყარო Jurassic World ოუენ გრედი
2016 ჯემი და ჰოლოგრამები Jem and the Holograms თვითონ
2016 შესანიშნავი შვიდეული The Magnificent Seven ჯოშუა ფარადეი
2016 მგზავრები Passengers ჯიმი პრესტონი
2017 გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 Guardians of the Galaxy Vol. 2 პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2018 შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი Avengers: Infinity War პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი
2018 იურული სამყარო: დაცემული სამეფო Jurassic World: Fallen Kingdom ოუენ გრედი
2019 ლეგო ფილმი 2: მეორე ნაწილი The Lego Movie 2: The Second Part ემეტ ბრიკოვსკი
2019 შურისმაძიებლები 4 Avengers 4 პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Haysom, Sam. Chris Evans trolls Chris Pratt on his birthday, gets the ultimate response. Mashable.
  2. 2.0 2.1 Collis, Clark (July 11, 2014). „How Chris Pratt Went from Zero to Hero“. Entertainment Weekly. pp. 24–31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Pierce, Leonard (3 ნოემბერი, 2009). „Interview: Chris Pratt“. The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო, 2012. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. Chris Pratt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2015.
  5. AS, TV 2. „Jurassic World-stjernen i ulykke under innspillingen“. TV 2 (ნორვეგიული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი, 2017. ციტირების თარიღი: 2017-02-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Fine, Audrey. „Getting to Know: Chris Pratt“. Seventeen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. Cara Buckley (23 ივლისი, 2014). „Chris Pratt Is a Superhero in 'Guardians of the Galaxy'. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. O'Neill, Lucas (26 აპრილი, 2012). „Wrestling doc depicts trials, triumphs“. ESPN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  9. „Chris Pratt: Biography“. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  10. Hulten, Kevin (29 აგვისტო, 2007). „Lake's Chris Pratt found success in Hollywood, and now he plans on bringing it home“. Lake Stevens Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2014. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  11. Sneider, Jeff. (13 ნოემბერი, 2013) 'Guardians of the Galaxy' Star Chris Pratt Circling Lead in 'Jurassic World' (Exclusive). TheWrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2013
  12. Poehler, Amy. „Chris Pratt: The World's 100 Most Influential People“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)