გალაქტიკის მცველები (2008 წლის გუნდი)

გალაქტიკის მცველების 2008 წლის გუნდი — Marvel Comics-ის პერსონაჟების გაერთიანება, რომელთა დებიუტი შედგა კომიქსით „Annihilation: Conquest #6“ (აპრილი, 2008). გუნდის შესახებ აგრეთვე გამოსულია Marvel-ის კინოსამყაროს სერიის ფილმები „გალაქტიკის მცველები“ და „გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2“

გალაქტიკის მცველები
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Annihilation: Conquest #6 (აპრილი, 2008)
შემქმნელი დენ ებნეტი (მწერალი), ენდი ლენინგი (მხატვარი)
სიუჟეტური ინფორმაცია
წევრები გამანადგურებელი დრაქსი; გამორა; გრუტი; ვარსკვლავური ლორდი და რეაქტიული ენოტი.

წევრების სია

რედაქტირება
პირველი გუნდი
წევრი ძალები დებიუტი
ვარსკვლავური ლორდი დაფრინავს ფეხებზე დამაგრებული საფრენით, სნაიპერი, ატარებს ნიღაბს და კოსმოსში სუნთქავს, კარგი სტრატეგი და კარგი პილოტი. Marvel Preview #4 (იანვარი 1976)
გამანადგურებელი დრაქსი ოსტატურად ფლობს დანებს და აქვს ზეადამიანური ძალა. Iron Man #55 (თებერვალი 1973)
გამორა გამორჩეული ძალების მქონე კიბორგი. Strange Tales #180 (ივნისი 1975)
გრუტი ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ცოცხალი ხე, შეუძლია ტოტების დაგრძელება და ფლობს ზეადამიანურ ძალას. Tales to Astonish #13 (ნოემბერი 1960)
რეაქტიული ენოტი არის ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მაღალ ინტელექტიანი ენოტი, რომლის ინტელექტი ადამიანისას უტოლდება. Marvel Preview #7 (ზაფხული 1976)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება