ბაისანგურ ბენოელი

ბაისანგურ ბენოელი (ჩეჩ. Бенойн БойсгӀар)[2] (დ. 1794, ბენოის თემი — გ. 3 მარტი, 1861, ხასავიურტი, ჩეჩნეთი) — XIX საუკუნის ჩეჩენი მებრძოლი. იმამ შამილის ერთ-ერთი ნაიბი.[3] ბაისანგური წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიის კავკასიის დაპყრობის პოლიტიკას.[4]

ბაისანგურ ბენოელი
Бенойн БойсгӀар
ეროვნება ჩეჩენი
დაბადების თარიღი 1794[1]
დაბადების ადგილი ბენოი, ჩეჩნეთი
გარდაცვალების თარიღი 1861[1]
გარდაცვალების ადგილი ხასავიურტი, ჩეჩნეთი
წოდება ნაიბი
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბაისუნგურის შესახებ ცნობები 1839 წლამდე არ მოიპოვება. 1839 წელს კი ცნობილია რომ ბაისუნგური ხელმძღვანელობს ბენოის თემს, რომელიც ერთ–ერთ მთავარ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ პერიოდში სოფელ ბენოის თავს აფარებდა დაღესტნიდან გამოქცეული იმამი შამილი, რომელიც ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ ბაისანგურმა თავის ოჯახში შეიფარა. ბაისანგურს დიდ წვლილი მიუძღვის ჩეჩნეთში შამილის აღზევებასა და იმამად არჩევაში. ბაისანგური ბენოის ნაიბად დაინიშნა. რუსეთის იმპერიის ჩრდილო კავკასიაში გააქტიურების შემდეგ ბაისანგური აქტიურ მონაწილებას იწყებს იმპერიის წინააღმდეგ გამართულ ბროლებში. 1845 წელს ბაისუნგური, ბენოელებთან ერთად მონაწილეობს გრაფ ვორონცოვის არმიის განადგურებაში. ამ ბრძოლის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაკარგა სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. რუსებთან ბრძოლებში ბაისანგურმა ცალი თვალი, ცალი ხელი და ცალი ფეხი დაკარგა, მაგრამ ბრძოლაზე ხელი მაინც არ აუღია: ცხენზე შეჯდებოდა, თოკით მიიბამდა თავს უნაგირზე და ბრძოლაში ებმებოდა.

1859 წლის, 25 აგვისტოს, გუნიბის ციხის ალყის დროს, როდესაც შამილმა მიიღო გადაწყვეტილება დანებების შესახებ, ბაისანგური შეეცადა, გადაეფიქრებინა მისთვის ეს საძრახისი საქციელი და დაჰპირდა, რომ ალყას გაარღვევდა და უვნებლად გაიყვანდა მას, მაგრამ შამილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ბაისანგურმა ალყა მაინც გაარღვია და კიდევ დიდხანს ეწინააღმდეგებოდა რუსების ჯარებს.[5][6] 1860 წლის მაისში სოფელ ბენოიში და მდინარე არღუნის ზემო წელში ჩეჩნები იწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას, მოგვიანებით აჯანყება მთლიანად ჩეჩნეთს მოედო. 1861 წლის 17 თებერვალს რუსეთის ჯარის მიერ ალყაში მოექცა ბენოელთა რაზმი, რა დროსაც ბაისუნგური ტყვეთ ჩავარდა. აჯანყების ხელმძღვანელს ბაისანგურ ბენოელს სამხედრო–საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. რუსმა ოფიცრებმა მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს რომ ბაისუნგურის ჩამოხრჩობის პროცესის ჩასატარებლად თუ ვინმე მსურველი იქნებოდა, გასამრჯელოდ მიიღებდა სოლიდურ თანხას. მაგრამ არავინ არ გამოეპასუხა დამსწრეთაგან. რუს ოფიცრებს ამ საქმისთვის წინასწარ შემზადებულიც ჰყავდათ ერთ–ერთი ლეკი, მაგრამ ბაისანგურმა ცდა არ დაიწყო და თავად გადაეშვა მარადიულ სასუფეველში.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 MAK
  2. Ш.А. ГАПУРОВ, А.В. БАКАШОВ. Вестник Академии наук Чеченской Республики. 2010, №1 (12). დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine.
  3. Гапуров Ш. А. (2008). „Глава XXIII. народно-освободительное движение в Чечне в 60-90 гг. XIX в. § 1. Вооружённое восстание в 1860-1861 гг.“, История Чечни с древнейших времен до наших дней. Том I. История Чечени с древнейших времен до конца XIX века., 2е изд., испр., 3000 экз, Грозный: ГУП «Книжное издательство». ISBN 978-5-98896-103-1. 
  4. Гапуров Ш. А. (2008). „Глава XXIII. народно-освободительное движение в Чечне в 60-90 гг. XIX в. § 1. Вооружённое восстание в 1860-1861 гг.“, История Чечни с древнейших времен до наших дней. Том I. История Чечени с древнейших времен до конца XIX века., 2е изд., испр., 3000 экз, Грозный: ГУП «Книжное издательство». ISBN 978-5-98896-103-1. 
  5. Ш.А. ГАПУРОВ, А.В. БАКАШОВ. Вестник Академии наук Чеченской Республики. 2010, №1 (12). დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine.
  6. Далхан Хожаев. Чеченцы в Русско-Кавказской войне. დაარქივებული 2014-12-22 საიტზე Wayback Machine. Издательство «СЕДА» 1998 ISBN 5-85973-012-8
  7. burusi.wordpress.com გიორგი არდაზიშვილი – „ბაისუნგურ ბენოელი. ვეინახების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი“. 2010