ანა (ოლა) სოლოღაშვილი (დ. 1882, მეჯვრისხევი, გორის მაზრა — გ. 1937) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ანა სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი 1882
დაბადების ადგილი მეჯვრისხევი
გარდაცვალების თარიღი 1937
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. ძმასთა, გრიგოლთან და დასთან, ევგენიასთან ერთად ავრცელებდა მარქსისტულ და რევოლუციურ ლიტერატურას. ბათუმში, ნურიის ბაზარში მისი თაოსნობით გაიხსნა სამკითხველო და ჩამოყალიბდა სახალხო თეატრი. 1912 წელს დაკავებულ იქნა არსებული წყობილების საწინააღმდეგო პროპაგანდისათვის და მისი საქმე გადაეცა სამხედრო სასამართლოს თუმცა განთავისუფლებულ იქნა არასაკმარისის მტკიცებულებების გამო.

1917 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. იმავე წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა კომიტეტის წევრი, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა „პოლიტიკურ წითელ ჯვრად“. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1937 წლის 27 ნოემბერს შინსახკომმა დააპატიმრა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე ნოე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით. ანა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი აღასრულეს 1937 წლის 28 ნოემბრის ღამეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 403-404.
  • რამიშვილი ი., მოგონებები, „არტანუჯი“, თბილისი, 2012
  • კირთაძე ნესტან, „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბ., 1998

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება