ალბრეხტ გეცე (დ. 11 იანვარი, 1897, ლაიფციგი — გ. 15 აგვისტო, 1971) — გერმანელი ისტორიკოსი, ხეთოლოგი და ასირიოლოგი,

ალბრეხტ გეცე
გერმ. Albrecht Götze
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1897(1897-01-11)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლაიფციგი[1] [4]
გარდ. თარიღი 15 აგვისტო, 1971(1971-08-15)[1] [2] [3] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი გარმიშ-პარტენკირხენი[1]
მოქალაქეობა  გერმანია
 აშშ
საქმიანობა ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი, ხეთოლოგი, ენათმეცნიერი[6] და აღმოსავლეთმცოდნე[6]
მუშაობის ადგილი მარბურგის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[4] და იელის უნივერსიტეტი[4]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია

ბიოგრაფია რედაქტირება

1930-1933 წლებში იყო მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. იყო გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე. 1933 წელს გადასახლდა ნორვეგიაში, მოგვიანებით კი აშშ-ში. 1934 წლიდან იყო იელის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ხეთების ახალი სამეფოს ისტორიული დოკუმენტები, ხეთური და აქადური იურიდიული და რელიგიური ტექსტები. მისი მონოგრაფია „მცირე აზია“ ფუნდამენტური ნაშრომია ხეთური კულტურის შესასწავლად. ერთ-ერთი პირველი ხეთოლოგია, რომელმაც გამოიკვლია ხურიტების როლი ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანების ხეთური სამეფოს ისტორიაში. აქვს შრომები ურარტოლოგიის საკითხებზეც.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება