თეიიაზინ ბინ ჰაითამი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = თეიიაზინ ბინ ჰაითამი | სურათი= Dhiyazan bin Haitham Al BuSaeedi.webp | სურათის ზომა =250პქ | წარწერა სურათის ქვეშ= | ხელმოწერა = | დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1990|8|2...
(განსხვავება არ არის)

06:21, 23 იანვარი 2022-ის ვერსია

ზი-იაზან ბინ ჰაითამ ალ საიდი (არაბ. ذي يزن بن هيثم آل سعيد; დ. 21 აგვისტო 1990, მასკატი) — ომანის სულთნის, ჰაითამ ბინ თარიქ ალ საიდის უფროსი შვილი, ალ საიდის დინასტიის წარმომადგენელი. სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრი 2020 წლის 18 აგვისტოდან და ტახტის მემკვიდრე 2021 წლის 12 იანვრიდან.

თეიიაზინ ბინ ჰაითამი
თეიიაზინ ბინ ჰაითამი
ომანის ტახტის მემკვიდრე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა12 იანვარი, 2021
წინამორბედითანამდებობა დაარსდა

სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აგვისტო, 2020 – დღემდე

დაბადებული21 აგვისტო, 1990 (1990-08-21) (33 წლის)
მასკატი, ომანი
მამაჰაითამ ბინ თარიქ ალ საიდი
დედააჰად ბინტ აბდულა ალ ბუსაიდია
მეუღლემიანი

ბიოგრაფია

თეიიაზინ ბინ ჰაითამი დაიბადა 1990 წლის 21 აგვისტოს მომავალი სულთნის ჰაითამ ბინ თარიქისა და მისი მეუღლის აჰად ბინტ აბდულა ალ ბუსაიდიას ოჯახში. ჰყავს უმცროსი ძმა და 2 უმცროსი და. დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2014 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ლონდონში ომანის საელჩოში. 2020 წლის 18 აგვისტოს გახდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

2021 წლის 12 იანვარს გამოცხადდა, რომ იგი გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ტახტის მემკვიდრე პრინცი, რადგან მანამდე მემკვიდრეს ირჩევდნენ სულთნის გარდაცვალების შემდეგ.[1]

ჰყავს ერთი ცოლი, მიანი.[2]

  1. Sayyid Dhi Yazan is to be Oman’s crown prince, based on newly-approved mechanism | en. ციტირების თარიღი: 2021-01-15
  2. Oman’s first ever Crown Prince to marry this week | Oman – Gulf News