გიორგი მერკვილაძე (სპორტსმენი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|გიორგი მერკვილაძე (მრავალმნიშვნელოვანი)}} '''გიორგი მერკვ...
(განსხვავება არ არის)

10:52, 6 ნოემბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი მერკვილაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი მერკვილაძე (დ. 1 აგვისტო, 1898, შილდა — გ. 1987) — ქართველი სპორტსმენი, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი, საქართველოს სსრ-ის ფიზკულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია

1921-1925 წლებში იყო ქართული დივიზიის ინსპექტორი სპორტში. 1921-1987 წლებში მუშაობდა განათლების სისტემის ორგანოებში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში უმაღლესი სპორტული განათლების, სპორტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და, განსაკუთრებით, ბავშვთა შორის სპორტული მუშაობის ორგანიზაციისა და ფართოდ გაშლის საქმეში. 1933 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფიზკულტურის ფაკულტეტი; მისი თაოსნობით 1934 წელს თბილისში გაიხსნა სსრკ-ში პირველი სპორტული სკოლა. მისი სახელი ეწოდა მის მიერ დაარსებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს.

ავტორია თხზულებებისა „ქართული მოძრავი თამაშობანი“ (1922), „ფიზიკური კულტურის მეთოდიკის საკითხები დაწყებით სკოლაში“ (1949), „ფიზიკური აღზრდა დაწყებიით კლასებში“ (1980).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში