ლუდოგორეცი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა საფეხბურთო კლუბი |სახელი = ლუდოგორეცი |ლოგო =...
(განსხვავება არ არის)

07:00, 28 აგვისტო 2014-ის ვერსია

საფეხბურთო კლუბი ლუდოგორეცი (ბულგ. ПФК Лудогорец Разград) — ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2001 წლის 18 ივნისს რაზგრადში. გუნდი გამოდის ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში. საშინაო მატჩებს კი ლუდოგორეც არენაზე ატარაებს.

ლუდოგორეცი
სრული სახელი PFC Ludogorets Razgrad
მეტსახელი Орлите от Разград (რაზგრადელი არწივები)
Зелено-белите (მწვანე-თეთრები)
დაარსდა 18 ივნისი, 2001
სტადიონი ლუდოგორეც არენა რაზგრადი
(ტევადობა: 8.000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ბულგარეთის დროშა კირილ დომუსჩიევი
მწვრთნელი ბულგარეთის დროშა გეორგი დერმენდჟიევი
კაპიტანი სვეტოსლავ დიაკოვი
ლიგა PFG A
PFG A 2013/14 1-ლი ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია

პირველად ლუდოგორეცი დაარსებული იქნა 1945 წელს, რომელიც ხუთი გუნდის გაერთიანებისას ჩამოყალიბდა, თუმცა მეტიწილი დაბლა დივიზიონებში აქვს გატარებული. 2006 წელს კი საბოლოოდ გაუქმდა. დღევანდელი ლუდოგორეცი კი დაარსებული იქნა 2001 წელს ალექსანდრ ალექსანდროვის და ვლადიმირ დიმიტროვის მიერ. 2002 წელს კლუბს რაზგრადი 2000 გადაარქვეს. მართალია კლუბი არც თუ ისე ცუდად ასპარეზობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო დიდ შედეგებზე ვერ მიდიოდა.

დომუსჩიევის ერა (2010-)

ასე გაგრძელდა 2010 წლამდე, სანამ ბულგარელმა ბიზნესმენმა კირილ დომუსშჩიევმა არ იყიდა კლუბი და მიზნად უმაღლეს დივიზიონში აღზევება არ დაისახა. 2010 წელს კლუბმა ოფიციალურად სახელი ლუდოგორეცი 1945 რაზგრადი დაარეგისტრირა. პირველივე სეზონში კლუბმა შეძლო და უმაღლეს დივიზიონში მოიპოვა საგზური, კლუბის ისტორიაში პირველად. 2011/12 სეზონი კი კლუბის ისტორიის ლამაზ დასწყისს გავს, კლუბი რომელიც ახალი აღზევებული იყო უმაღლეს დივიზონში აკეთებს ტრებლს და იგებს ბულგარეთში ყველა ტიტულს. (ჩემპიონატს, თასს და სუპერ თასს) 2012/13 სეზონიც თითქმის ანალოგიური გამოდგა, კლუბი უმაღლეს დონეზე ატარებს სეზონს და იგებს ჩემპიონატს და ბულგარეთის თასს, თუმცა სუპერ თასში ბეროე სტარა ზაგორასთან მარცხდება პენალტების სერიაში. 2013/14 სეზონი ზუსტად ანალოგიური გამოდგა, როგორც წინა სეზონი. კლუბი ზედიზედ მესამედ იგებს ჩემპიონატს და ასევე ბულგარეთის თასს, რაც ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ახალ ფურცელს წერს, რადგან ის ხდება მესამე კლუბი სოფიის გრანდების ლევსკის და ცსკას შემდეგ. კლუბმა რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონატი.

ევროტურნირები

2011/12 სეზონის მოგების შემდეგ კლუბი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, სადაც საწყისვე ეტაპზე ზაგრების დინამოსთან დამარცხდა.

2013/14 ჩემპიონთა ლიგის სეზონი კლუბისთვის კარგად დაიწყო, მათ შეძლეს და ბრატისლავის სლოვანი და ბელგრადის პარტიზანი დაამრცხეს, რითაც შეძლეს და ლიგის ფლეი-ოფში გავიდნენ, თუმცა შვეიცარულ ბაზელთან ვერაფერს გახდნენ და ჩემპიონთა ლიგის მაგივრად ევროპა ლიგაზე გადმოინაცვლენ, სადაც კლუბმა ყველა გააოცა და ჯგუფიდან ძალიან იოლად გავიდა. 1/16 ფინალში რომის ლაციო შეხვდათ და დრამატულ ბრძოლაში 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც უკვე ნაკლებად გაუმართლად და ესპანურ ვალენსიასთან დამარცხდნენ.

2014/15 ჩემპიონთა ლიგის სეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო და ლუქსემბურგის დუდელანჟს იოლად მოუგეს, შემდეგ კარგად ნაცნობი ბელგრადის პარტიზანი შეხვდათ და ურუთულეს ბრძოლაში ფლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. წილისყრაში მათ რუმინული სტიაუ შეხვდათ. პირველ მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. განმეორებითი მატჩი კი ალბათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და გასაოცარ თამაშად ჩაიწერება ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი იმით დაიწყო რო 89-ე წუთზე რაზგრადელებმა გოლი გაიტანეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც ყველაფერი წყნარად მიდიოდა პენალტების სერიებამდე და მივიდა კიდეც, თუმცა 119-ე წუთზე ლუდოგორეცის მეკარემ სტოიანოვმა რუმინელი ფეხბურთელი მოჩეხა და წითელი ბარათი მიიღო. ბულგარელებს ყველა ცვლილება გამოყონებული ქონდათ, ამიტომაც კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს კოსმინ მოცის მოუწია და ცხოვრების ბოლომდე ეგ დღე კარგად ემახსოვრება. პენალტების სერია დაიწყო თუ არა პირველი ბურთთან მოცი მივიდა და აუღელვებლად გაიტანა. შვიდი დარტყმული პენალტისგან მოციმ შეძლო და ორი პენალტი აიღო, რითაც თავის კლუბს ისტორიული საგზური მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ახალი ისტორია დაწერა რაზგრადულ ფეხბურთში.

შემადგენლობა

2014/2015

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
4 მცველი   ფინეთი ტერო მანტილა
5 მცველი   საფრანგეთი ალექსანდრე ბართე
7 ნახევარმცველი   ბულგარეთი მიჰაილ ალექსანდროვი
8 ნახევარმცველი   პორტუგალია ფაბიო ესპინიო
9 თავდამსხმელი   სლოვენია რომან ბეზიაკი
10 ნახევარმცველი   კოლუმბია სებასტაინ ერნანდესი
11 თავდამსხმელი   ბრაზილია ჯუნინიო კიხადა
12 ნახევარმცველი   მადაგასკარი ანიჩეთ აბელ
15 მცველი   ბულგარეთი ალექსანდრ ალექსანდროვი
16 მცველი   კოლუმბია ბრაიან ანგულო
17 ნახევარმცველი   ესპანეთი დანი აბალო
18 ნახევარმცველი   ბულგარეთი სვეტოსლავ დიაკოვი (კაპიტანი)
19 მცველი   ბულგარეთი ალექსანდრ ვასილევი
20 მცველი   ბრაზილია გილერმე ჩოქო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
21 მეკარე   ბულგარეთი ვლადისლავ სტოიანოვი
23 ნახევარმცველი   ბულგარეთი ხრისტო ზლატინსკი
24 მცველი   ბულგარეთი პრესლავ პეტროვი
25 მცველი   ბულგარეთი იორდან მინევი
27 მცველი   რუმინეთი კოსმინ მოცი
31 მეკარე   ბულგარეთი გეორგი აგრილაშკი
55 მცველი   ბულგარეთი გეორგი ტერციევი
77 მცველი   პორტუგალია ვიტინია
80 მცველი   ბრაზილია ჟუნიორ კაიკარა
84 ნახევარმცველი   ბრაზილია მარსელინიო
88 ნახევარმცველი   ბრაზილია ვანდერსონი
91 მეკარე   ბულგარეთი ივან ცვოროვიჩი
93 ნახევარმცველი   ნიდერლანდები ვირჟილ მისიჯანი
99 თავდამსხმელი   ტუნისი ჰამზა იუნესი

ტიტულები

  • ბულგარეთის ჩემპიონი: 3
    • 2011–12, 2012–13, 2013–14
  • ბულგარეთის თასი: 2
    • 2011-12, 2013–14
  • ბულგარეთის სუპერ თასი: 2
    • 2012, 2014

რესურსები ინტერნეტში