რაჭველები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

12:14, 15 სექტემბერი 2005-ის ვერსია

რაჭველები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. რაჭის გარდა მათი კომპაქტური დასახლებებია ქვემო ქართლშიც - თეთრი წყაროსა და ბოლნისის რაიონებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე.


ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს:

"... რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს დასცინიან... რაჭველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის. არ არის საქები ის კვეხნა და ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან; მეორეს მხრით, არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაჭველებს სჩვევიათ. ერთს გურულს გლეხსა ჰკითხეს: "აზნაური ხარ, თუ ყაზახიო (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: "კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ, თუ არაო”. ამ გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაჭველი გლეხისაგან წინათ".