მალაქიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: right|250პქ|მინი|მალაქიტი '''მალაქიტი''' ([[ფრანგული ე...
(განსხვავება არ არის)

08:59, 22 დეკემბერი 2010-ის ვერსია

მალაქიტი (ფრანგ. malachite < ბერძნ. malachē - ბალბა (სახელი ეწოდა ფოთლის ფერთან მსგავსების გამო) - კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CuCO3·Cu(ОН)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატები.

მალაქიტი

მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერისაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,0; სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში.

მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში, ყაზახეთში აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვ.

მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა; იყენებენ სამკაულად (ძველად - ინტერიერების მოსაპირკეთებლად)

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 385, თბ., 1983.