სოხუმის ჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან სოხუმჰესი)
სოხუმჰესი (სოხუმის ჰესი) — დერივაციული ტიპის სეზონური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე დასავლეთის გუმისთის მარცხენა ნაპირზე. ქალაქ სოხუმიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. მისი დადგმული სიმძლავრეა 18,9 მგვტ. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 100 მლნ. კვტ საათი. ჰესის მშენებლობა დაიწყო 1934 წელს, ჰიდროელექტროსადგურის პირველი აგრეგატი გაუშვეს 1948 წელს. ექსპლუატაციაში შევიდა 1948-1951 წლებში.[1] საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დროს (1992-1993) მწყობრიდან გამოვიდა. 1992 წლიდან სოხუმჰესი არ ფუნქციონირებდა, სადგურის კონსტრუქცია მიატოვეს და თითქმის მთლიანად გაძარცვეს.
აღადგინეს 2012 წელს რუსი ბიზნესმენის დახმარებით, რომელსაც გადაეცა ჰესი 25-წლიან მფლობელობაში. [წყარო არ არის მითითებული 727 დღე]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სოხუმჰესი - Energyonline.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-09-19.