სოჭის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი

სოჭის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (რუს. Храм Нерукотворного Образа Христа Спасителя) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 2012-2014 წლებში.

სოჭის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი
სოჭის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი — რუსეთი
სოჭის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°24′53″ ჩ. გ. 39°58′09″ ა. გ. / 43.41472° ჩ. გ. 39.96917° ა. გ. / 43.41472; 39.96917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სოჭი, კრასნოდარის მხარე
სასულიერო სტატუსი კარგი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფიოდორ აფუქსენიდი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება XXI საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინოდარის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ფლავიანე (ოსკოლკოვი).

2010 წელს სოჭიში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს IX საუკუნის ბიზანტიური ტაძრის ნანგრევები[1]. ითვლება, რომ აქ ჯერ კიდევ კიევის რუსეთის დაარსებამდე დაკრძალული იყვნენ ქრისტიანი მოწამეები. ქვა, რომელიც ამოიღეს ნანგრევებიდან ჩადეს ახალი ტაძრის საფუძველში 2012 წლის 29 აგვისტოს, დღეს როდესაც აღინიშნება ედესიდან კონსტანტინოპოლში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამონბრძანება.[2]. საფუძვლის ჩაყრას ესწრებოდა სასულიერო და საერო პირები. ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტმა ისიდორემ აღავლინა ლიტურგია. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა სრეტენის სტავროპიგიალური მონასტრის ქორო. ამის შემდეგ გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე სასულიერო და საერო პირები მონაწილეობდნენ.

2013 წლის დეკემბერში დასრულების ნაცვლად ტაძრის მშენებლობა დაასრულეს 2014 წლის აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე. დღესასწაულს დაესწრო 300-400 მორწმუნე[3][4].

2014 წლის 2 თებერვალს ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტმა ისიდორემ აკურთხა ტაძარი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე[5]. სამი დღის შემდეგ პატრიარქმ კირილემ აღავლინა ლოცვა სოჭიში გამართული ზამთრის ოლიმპიადის სპორტსმენების მონაწილეობით[6]. ზამთრის პარალიმპიური თამაშებისათვის ლოცვა აღავლინეს 6 მარტს[7].

მშენებლობა სულ დაჯდა 478 მილიონი რუბლი[8], ფულადი სახსრები გამოყვეს სამხარეო ბიუჯეტიდან[1].

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაძარი აგებულია ტეტრაკონქის სახით ნეობიზანტიურ არქიტექტურულ სტილში. ეკლესიის სიმაღლეა 43 მეტრი[9]. ეკლესია დგას ორსართულიან ბაზისზე, რომელიც გამოიყენება კონფერენციებისა და გამოფენებისათვის[10].

კედლები მოხატულია, რომელზეც 25 მხატვარი მუშაობდა ოთხი თვის განმავლობაში ილია გლაზუნოვის ხელმძღვანელობით. მოხატულობა შესრულებულია მოდერნისა და რეალიზმის სტილში[11].

ზარი, რომლის წონაც 2 ტონაა, პირველად დარეკეს 5 თებერვალს[12].

  1. 1.0 1.1 Кристина Конограй. (22 сентября 2012) В Сочи строят новый храм с древней историей. Вести.Ru. ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  2. Освящен закладной камень в основание храма, строящегося рядом с Олимпийским парком в Сочи. Официальный сайт Московского Патриархата (30 августа 2012). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  3. Рождество Владимир Путин встретил в храме Нерукотворного Образа Христа Спасителя в Сочи. Православная Кубань (7 января 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-22. ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  4. Рождественская служба в храме Христа Спасителя YouTube-ზე
  5. Митрополит Екатеринодарский и Кубанский Исидор освятил храмовый комплекс Нерукотворного Образа Христа Спасителя в Сочи. Официальный сайт Московского Патриархата (5 февраля 2014). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  6. Святейший Патриарх Кирилл совершил молебен в храме Нерукотворного Образа Спасителя в Сочи. Официальный сайт Московского Патриархата (5 февраля 2014). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  7. В Сочи совершен молебен для паралимпийцев. Официальный сайт Московского Патриархата (6 марта 2014). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  8. Художники приступили к росписи храма Нерукотворного Образа Христа Спасителя в Сочи. Русская народная линия (10 октября 2013). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  9. Наталья Захарова. (5 января 2014) В Имеретинской низменности освятили храм Нерукотворного Образа Христа Спасителя. Архитектура Сочи. ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  10. В Сочи освятили храм в честь Спаса Нерукотворного у Олимпийского парка. Православие.Ru (5 января 2014). ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  11. Екатерина Миронова. (5 января 2014) В Сочи у входа в Олимпийский парк к Рождеству освятили новый храм. Вести.Ru. ციტირების თარიღი: 2017-12-20.
  12. Благовестник для храма Нерукотворного Образа Христа Спасителя в Сочи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-17. ციტირების თარიღი: 2018-07-12.