სოჭის ავტოდრომი (რუს. Сочи Автодром)[1] — ადრე ცნობილი, როგორც სოჭის საერთაშორისო სარბოლო წრე და სოჭის ოლიმპიური პარკის სარბოლო წრე[2] — 5 848 კმ-ის სიგრძის ფორმულა 1-ის მუდმივი სარბოლო ტრასა, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში, რუსეთის ფედერაციული სუბიექტის, კრასნოდარის მხარეში.[3][4]

სოჭის ოლიმპიური პარკი და სარბოლო წრე

სოჭის სარბოლო წრე პეკინის ოლიმპიური მწვანე სარბოლო წრისა და სიდნეის ოლიმპიური პარკის სარბოლო წრის მსგავსია იმით, რომ ყოფილ ოლიმპიურ კომპლექსს გარს არტყამს, ამ შემთხვევაში, სოჭის ოლიმპიურ პარკს, რომელმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. 2014 წელს ამ სარბოლო წრეზე რუსეთის გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის ინაუგურაცია გაიმართა.

2015 წელს სოჭის ავტოდრომზე TCR-ის საერთაშორისო სერიის რბოლა გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც TCR-ის რუსეთის სერია და SMP F4 ჩემპიონატი იყო.

განვითარება

რედაქტირება
 
სარბოლო ტრასა მშენებლობის დროს, 2014 წელი

თავდაპირველად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დათანხმდა იმას, რომ ტრასის მშენებლობა 2015 წლამდე გადადებულიყო, თუკი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მზადების პროცესი ხელს შეუშლიდა, რადგანაც თამაშები დროულად და უწყვეტად უნდა ჩატარებულიყო.[5] 2011 წლის ოქტომბერში რუსეთის მთავრობამ სარბოლო წრის ასაშენებლად 195.4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.[6]

სოჭის ოლიმპიური პარკის სარბოლო წრის მშენებლობით საბოლოოდ დასრულდა რუსეთის გრანპრის ოცდაათწლიანი კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1983 წელს „საბჭოთა კავშირის გრანპრის“ იდეით დაიწყო, თუმცა „ბიუროკრატიული მიზეზების“ გამო რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ გაუქმდა. [7][8][9][10]

სარბოლო წრემ ავტომობილების საერთაშორისო ორგანიზაციისგან საბოლოო თანხმობა 2014 წლის აგვისტოში მიიღო.[11]

სარბოლო წრე

რედაქტირება
 
2014 წლის რუსეთის გრანპრის დასაწყისი

5 848 კმ-იანი საბროლო წრე ფორმულა ერთში რიგით მეოთხე ყველაზე გრძელი სარბოლო წრეა ბელგიის Spa-Francorchamps-ის, ბაქოს სარბოლო წრის (აზერბაიჯანი) და სილვერსტოუნის წრის (გაერთიანებული სამეფო) შემდეგ.[12] სარბოლო წრე აგებულია სოჭის ოლიმპიური პარკის ირგვლივ, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ყინულის ჰოკეის, სწრაფი სრიალის, ფიგურული სრიალისა და სხვა სახეობების არენები აიგო. სარბოლო წრე გარს აკრავს ოლიმპიურ სტადიონს „ფიშტი“, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები გაიმართა.[13]

სარბოლო წრე გერმანელმა არქიტექტორმა, ჰერმან ტილკემ დააპროექტა. ტრასა ოლიმპიური პარკის ჩრდილოეთ ფერდობზე, რკინიგზის სადგურის გვერდით იწყება და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ მიუყვება. ტრასა ჩაუვლის სოჭის მედალთა პლაზას (ოლიმპიური მედლებით დაჯილდოების პოდიუმი), შემდეგ წრეს არტყამს პლაზას საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით და სამჯერ უვლის გარს ყინულის სასახლეს „დიდი“. მოსახვევების შემდეგ სარბოლო წრე ჩრდილოეთით, ოლიმპიური პარკის საზღვრისკენ, ოლიმპიური სოფელის ზემოთ და ადლერ-არენისკენ მიემართება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2014 Formula 1 Russian Grand Prix. Formula 1.com. Formula One Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 26 July 2014.
  2. Kabanovsky, Aleksander (22 April 2013). „Vettel impressed by Russian circuit after first visit“. Autosport.com. Haymarket Publications. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
  3. Collantine, Keith (14 October 2010). „Russia to join F1 calendar in 2014“. F1 Fanatic. Keith Collantine. ციტირების თარიღი: 25 June 2011.
  4. „OMEGA“. OMEGA (Developer). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2013. ციტირების თარიღი: 26 October 2011.
  5. „IOC threatens to postpone Russian Grand Prix“. GP Update. 13 January 2011. ციტირების თარიღი: 30 April 2012.
  6. Elizalde, Pablo (26 October 2012). „Russia to spend $200m on F1 track“. Autosport.com. Haymarket Publications. ციტირების თარიღი: 30 April 2012.
  7. Формула нелюбви. nevasport.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 10 July 2016.
  8. Москва возвращается к проекту трассы "Формулы-1". lenta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 July 2016.
  9. Joseph, Noah. Formula Onovich: Russian Grand Prix gears up again. autoblog.com. ციტირების თარიღი: 10 July 2016.
  10. Время новостей: N°100, 08 июня 2001. vremya.ru. ციტირების თარიღი: 10 July 2016.
  11. Baldwin, Alan (20 August 2014). „New Sochi circuit wins FIA seal of approval“. reuters.com. Reuters. ციტირების თარიღი: 23 August 2014.
  12. Collantine, Keith (24 October 2014). „India’s F1 track: Another cookie-cutter circuit?“. F1 Fanatic. Keith Collantine. ციტირების თარიღი: 30 April 2012.
  13. Saward, Joe (23 January 2012). „Meanwhile on the Russian Riviera“. Joe Saward blogs about the world of F1. WordPress. ციტირების თარიღი: 28 January 2012.