ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაქოს ტრასა (azerb. Bakı əhər Halqası) — საქალაქო ბილიკი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რომელიც აშენდა ბაქოს სანაპირო ბულვარში. ფორმულა 1-ის ევროპული გრან-პრი 2016 წლის, სწორედ ამ მარშრუტზე ჩატარდა. 2017 წლიდან კი, აქ ტარდება აზერბაიჯანის ყოველწლიური გრან-პრი.

2016

2013 წლის დეკემბერში, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელმა, ბერნი ეკლესტონმა განაცხადა, რომ 2016 წელს ფორმულა 1 გრან-პრი პირველად გაიმართება აზერბაიჯანში. 2016 წელს გაიმართა ევროპის გრან-პრი. შეჯიბრება გრძელდებოდა 3 დღე 17-19 ივნისს. 17-ში ჩატარდა ორი ვარჯიში, რომელთაგან თითოეული გრძელდებოდა საათნახევრის განმავლობაში, 18-ში იყო 1 სავარჯიშო და საკვალიფიკაციო რბოლა, ხოლო ბოლო დღეს გაიმართა თავად რბოლა. 2016 წლის რბოლაზე, პირველი ადგილი ნიკო როსბერგმა, მერსედესის გუნდის წევრმა დაიკავა, რომელმაც რბოლა მეექვსე პოზიციიდან დაიწყო.

ბაქოს ბილიკი შეიმუშავა გერმანელმა ტილკემ. წრის სიგრძე ექვსი კილომეტრზე ოდნავ მეტია, მის გასწვრივ მოძრაობა ხდება საწინააღმდეგო ისრის მიმართულებით.

ტრასაზე საბოლოო შემოწმება განხორციელდა 2016 წლის მაისში, FIA-ს დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა კმაყოფილება გამოთქვა, აღნიშნული ტრასის მიმართ.

2016 წლის გრანპრიში ვალტერ ბოტასმა დააწესა ახალი არაოფიციალური ფორმულა ყველაზე მაღალი სიჩქარის რეკორდი. მან აჩვენა 378 კმ/სთ და გაუსწრო წინა რეკორდს 372 კმ/სთ, რომელი 2005 წელს ხუან პაბლო მონტოიამ, მაკლარენის პილოტმა ტესტირების დროს დააფიქსირა მონცას ავტოდრომზე.

2017

2017 წელი პირველი წელია, როდესაც აზერბაიჯანში გრანპრის რბოლები გაიმართა. რბოლა მიმდინარეობდა 23-25 ​​ივნისს. პირველი ადგილი დაიკავა დანიელ რიკარდომ, რედბულის პილოტმა. მეორე ადგილი ვალტერ ბოტასმა, მერსედესის გუნდის წარმომადგენელმა, ხოლო მესამე ადგილი ლანს სტროპლმა, უილიამს მერსედესის გუნდის წევრმა. 23 ივნისს, გახსნით ღონისძიებაზე ცნობილმა თურქმა მომღერალმა ტარკანმა აუდიტორიის წინაშე შეასრულა თავისი სიმღერები; Black Eyed Peas–მა 24 ივნისს იმღერა მაყურებლის წინაშე; 25-ში კი დასკვნით ცერმონიალზე მაყურებლის წინაშე ნიკოლა შერზინგერი და მერაია კერი წარსდგნენ.

2018

2018 წელს აზერბაიჯანში გრანპრის რბოლა მეორედ გაიმართა. ჩატარდა 27-29 აპრილს. პირველი ადგილი მოიპოვა ლუის ჰამილტონმა, გუნდი მერსედესის წარმოამდგენელმა, მეორე ადგილი კიმი რაიკონენმა, ფერარის პილოტმა, მესამე ადგილი დაიკავა სერჯიო პერესმა, გუნდი ფორცა ინდიას წევრმა. ტრადიციულად ყოველი დღის ბოლოს შემაჯამებელი კონცერტებიც გაიმართა: პირველ დღეს მაყურებლის წინაშე Jamiroquai და Afrojack წარსდგა, მეორე დღეს კრისტინა აგილერა, ხოლო მესამე დღეს დუა ლიპა და მარტინ სოლვეგი.

აღნიშნულ სარბოლო მონაკვეთზე სარეკორდო წრის დრო ეკუთვნის ჩარლზ ლეკლერკს - 1:43.009 (2019), თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ამ ტრასის რეკორდი ეკუთვნის არა ჩარლზ ლეკლერკს არამედ ფინელ ვალტერ ბოტასს - 1:40.495 (2019).

რესურსები ინტენეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქოს_ტრასა“-დან