სოსო პაიჭაძე
სოსო ნესტორის ძე პაიჭაძე (დ. 21 აგვისტო, 1943, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 30 აგვისტო, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი.
სოსო პაიჭაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1943 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 30 აგვისტო, 1994 (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | მეტამოდერნიზმი |
Magnum opus | სადაით დაეცი |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t854-topic |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოსო ნესტორის ძე პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში. 1965 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რეჟისორის ასისტენდად, საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ლიტერატურული გადაცემების უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, პასუხუსმგებელ მდივნად, მთავარ რედაქტორად. მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო.
ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. მისი პირველი მოთხრობა „მეთევზე“ 1970 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 1977 წელს გამომცემლობა „მერანმა“ მისი მოთხრობების პირველი კრებული „უკანასკნელი დუბლი“ გამოსცა.
1984 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა დინარა კონდახსაზოვას მიერ რუსულად თარგმნილი მისი მოთხრობების კრებული[1].
1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1990 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული მოთხრობისათვის „თბილი, გრძნეული წვიმა“ მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა. 1995 წელს, სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი „სადაით დაეცი“.
სოსო პაიჭაძის მოთხრობები თარგმნილია რუსულ[2], უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ[3], სერბულ ენებზე.
ჟურნალები
რედაქტირება- „მეთევზე“ (მოთხრობა), ცისკარი, 1970, N1
- „უკანასკნელი დუბლი“ (მოთხრობა), ცისკარი, 1973, N8
- ბაქანი „ბოტანიკური ბაღი“; „იროდიონი“; (მოთხრობები), ცისკარი, 1978, N3, ილ. დ. ერისთავისა; ცისკარი, 1997, N9[4]
წიგნები
რედაქტირება- „სადაით დაეცი“ (მოთხრობები), თბილისი, მერანი, 1995, 456 გვ.
- „მოთხრობები“, თბ., მერანი, 1985, 335 გვ.
- „უკანასკნელი დუბლი“ (მოთხრობები), თბილისი, მერანი, 1977, 143 გვ.
თარგმანები
რედაქტირება- ჯაკომო კაზანოვა — „სასიყვარულო თამაშები“, თბ., მერანი, 1994, 456 გვ.
- ალეხო კარპენტიერი — „დევნა“, თბ., მნათობი, # 4, 1988, გვერდები: 75-110[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Пайчадзе, Сосо - Где-то на обочине : Повести
- ↑ Сосо Нестерович Пайчадзе - Где-то на обочине: Повести; Москва: Сов. писатель, 1989
- ↑ Sosso Paitschadse - Erlesenes 5. Erzählungen. Neue Namen aus zehn Sowjetrepubliken. Aus dem Russischen, Estnischen, Lettischen, Litauischen und Ukrainischen. Ausgewählt und mit biographischen Notizen von Marijke Lanius unter Mitarbeit von Inna Sergejewa: Berlin. Verlag Volk und Welt. 1982
- ↑ პაიჭაძე, სოსო
- ↑ ალეხო კარპენტიერი — „დევნა“, თბ., მნათობი, # 4, 1988. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-17. ციტირების თარიღი: 2021-03-21.