სომხური კათოლიკური ეკლესია

სომხური კათოლიკური ეკლესია (სომხურად: Հայ Կաթողիկէ Եկեղեցի, ჰაია კატოვიკე ეკვეცი; ლათინურად: Ecclesia armeno-catholica) — კათოლიკური ეკლესიის ერთ – ერთი აღმოსავლური მიმდინარეობა. რელიგიის მიმდევრები აღიარებენ რომის პაპის უზენაესობას და სრულ კავშირში არიან რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. სომხური კათოლიკური ეკლესია რეგულირდება აღმოსავლეთის ეკლესიათა კანონით.

სომხური კათოლიკური ეკლესიის ემბლემა

სომხური კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი[1][2] არის კილიკიელი სომეხი კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის მთავარი საკათედრო ტაძარი და სამყოფელი წმინდა ელიას და წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტაძარია ბეირუთში. სომხური კათოლიკური ეკლესია დამოუკიდებელ ეკლესიად გამოცხადდა 1740 წლის 26 ნოემბერს. მას სამწყსოები აქვს სომხეთში, ლიბანში, სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, თურქეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, საქართველოში, აშშ-ში და სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე.

ევროპის სომეხმა კათოლიკეებმა დიდი როლი შეასრულეს სომხური კულტურისა და არმენოლოგიის განვითარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვენეციის და ვენის მხითარისტების მოღვაწეობას.

ქალკედონის 451 წლის საეკლესიო კრებამ პრობლემები შეუქმნა სომხურ ეკლესიას, რომელმაც ოფიციალურად გაწყვიტა ურთიერთობა პროქალკედონურ ეკლესიებთან დვინის მე-3 კრების შედეგად, 610 წელს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, კილიკიის სომეხთა სამეფოს ეკლესია კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა, თუმცა კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. კავშირი მოგვიანებით აღდგა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების შედეგად 1439 წელს, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

სომეხთა ნაწილმა რელიგია შეიცვალა და კათოლიკე გახდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლის არ არსებობის გამო ისინი, ფაქტობრივად, ლათინებად იქცნენ. ჩინეთში მცხოვრები სომხების ნაწილი, რომლების ბეიჯინგში ცხოვრობდნენ ჯონ მონტეკორვინოს ლიდერობით კათოლიკეებად მოინათლნენ. ჩინეთის ქალაქ ქუანჟოუში ასევე არსებობს სომეხი კათოლიკეების დასახლება.

 
სომხური კათოლიკური ტაძარი ბეირუთში, ლიბანში

1740 წელს აბრაამ-პიერ I არძივიანი, რომლემაც რელიგია შეიცვალა და კათოლიკე გახდა, აირჩიეს სისის (თანამედროვე კოზანი) პატრიარქად. ორი წლის შემდეგ პაპმა ბენედიქტ XIV- მ ოფიციალურად დააარსა სომხური კათოლიკური ეკლესია. 1749 წელს სომხური კათოლიკური ეკლესიის სახელზე აშენდა მონასტრები ბზუმარში, ლიბანი. სომეხთა გენოციდის დროს, 1915–1918 წლებში ეკლესიის წევრები მიმოიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად ლიბანსა და სირიაში.

სომხური კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი საზოგადოება ასევე ჩამოყალიბდა პოლონეთში მცხოვრები სომხების მიერ. 1630-იან წლებში ლვივის ეპისკოპოსი ნიკოლაი ტოროსოვიჩი სომხური კათოლიკური ეკლესიის გაერთიანებას შეუერთდა.

ლიტურგია

რედაქტირება

ეკლესია აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების ჯგუფს მიეკუთვნება და რელიგიური მსახურებისთვის სომხური რიტუალები და სომხური ენა გამოიყენება. სომხური რიტუალები ასევე გამოიყენება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მსახურებისთვისაც. ბიზანტიური ეკლესიისგან განსხვავებით, სომხურ კათოლიკურ ეკლესიებში, ხატები ნაკლებად გამოიყენება და წირვის დროს ფარდა გამოჰყოფს მღვდელსა და მრევლს.

დემოგრაფია

რედაქტირება

XIX საუკუნის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 40 000-დან[3] 150 000-მდე სომეხი კათოლიკე იყო. 1911 წელს მათი რიცხვი 136 400 ადამიანს შეადგენდა. [4]

XXI საუკუნის დასაწყისში კათოლიკე სომეხთა რიცხვი 150 000-ს აღემატება.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. The Eastern Catholic Churches: Part 2, the Armenian Rite
  2. Armenian Catholic Church Written by: The Editors of Encyclopaedia Britannica
  3. "Reviews". Evangelical Christendom: Its State and Prospects. London: Evangelical Alliance. I: 393. 1847.
  4. Ormanian, Malachia (1911). Հայոց եկեղեցին և իր պատմութիւնը, վարդապետութիւնը, վարչութիւնը, բարեկարգութիւնը, արաողութիւնը, գրականութիւն, ու ներկայ կացութիւնը [The Church of Armenia: her history, doctrine, rule, discipline, liturgy, literature, and existing condition] (in Armenian). Constantinople. pp. 259–267.
  5. Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia. Scarecrow Press.p. 233. ISBN 9780810874503.