სომხური ვიკიპედია

სომხური ვიკიპედია (სომხ. Հայերեն Վիքիպեդիա) — ვიკიპედიის განყოფილება სომხურ ენაზე, რომელიც გაიხსნა 2005 წლის თებერვალს. 2010 წლის აგვისტოსთვის სომხურ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2011 წლის ივლისის მონაცემებით სომხური ვიკიპედია მოიცავდა დაახლოებით 14 400 სტატიას. 2012 წლის აპრილისთვის სომხურ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 24 965 ათასს გადააჭარბა. 2013 წლის 2 დეკემბრისთვის სტატიათა რაოდენობამ მიაღწია 100 ათასს. 2014 წლის თებერვლისთვის სომხურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 110 ათასი სტატია.

ვიკიპედიის ნიშანი სომხური ვიკიპედია
Հայերեն Վիքիպեդիա
განყოფილების ლოგო
მისამართი: hy.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: სომხური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2005 წლის თებერვალი
სტატიების რაოდენობა: 313 884
გვერდების რაოდენობა: 1 157 591
რედაქტირებების რაოდენობა: 10 141 773
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 148 733
აქტიური მომხმარებელი: 414
ადმინისტრატორი: 10
სიღრმე: 63.3

2010 წლის 24 აპრილს სომხეთის ტელევიზიამ ერთ-ერთი გადაცემა სომხურ ვიკიპედიას მიუძღვნა.

„ერთი სომეხი — ერთი სტატია“

რედაქტირება

2014 წლის 24 მარტს, „ვიკიმედია სომხეთმა“ და სატელევიზიო გადაცემა Human Factor-მა (სომხ. «Մարդկային գործոն») ტელეარხ Armenia TV-ზე წამოიწყეს საყოველთაო სომხური კამპანია „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ (სომხ. «Մեկ հայ՝ մեկ հոդված»). ამ კამპანიის ხანგრძლივობა 1 წელია და მიზნად ისახავს 2015 წლის 24 მარტამდე სოხმური ვიკიპედიის სტატიების რაოდენობის და ხარისხის ზრდას. აგრეთვე, კამპანიის მიზანია ვიკიპედიაში გაზარდოს სომხეთის წარმომადგენელთა რაოდენობა და მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ვიკი-შეხვედრების ორგანიზება მეცნიერების, ხელოვნების და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ ვიკი-კულტურა გააცნონ და დაეხმარონ, რომ მათ დამოუკიდებლად შეეძლოთ წვლილის შეტანა სომხური ვიკიპედიის განვითარებაში. კამპანია შეთავსებულ იქნება სხვადასხვა გადასამზადებელ და მასტიმულირებელ პროგრამებთან, ისევე, როგორც საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივ აქტივობებთან.

კამპანია „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ 2014 წლის 24 მარტს გაშუქდა ტელეარხ Armenia TV-ის სატელევიზიო გადაცემა Human Factor-ზე და ამის შემდეგ, კამპანიის პოპულარიზაცია მრავალმა სხვა საინფორმაციო სააგენტომ გასწია.[1][2]

2014 წლის 27 მარტს, „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ კამპანიასთან დაკავშირებით საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა.[3]

2014 წლის ივლისში, BBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამპანიის შედეგად, სომხურმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობით საგრძნობლად გადაასწო მეზობელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ვიკიპედიებს. სომხური ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა 125 000-ს შეადგენდა, აზერბაიჯანულის დაახლოებით 102 000-ს, ხოლო ქართულის 84 000-ს. კამპანიას ასევე მხარს უჭერს სომხეთის ხელისუფლებაც; განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა კამპანიის ფარგლებში გადაღებულ კლიპში საჯაროდ განაცხადა — „ერთი სომეხი — ერთი სტატია, — მე აუცილებლად შევასრულებ ამას და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ასე მოიქცევით“. თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა განაცხადა, რომ მან უკვე წამოიწყო ვიკიპედიის სტატია სომხეთის არმიის შესახებ.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
სომხურ ენაზე
Հայերեն Վիքիպեդիա