სომხეთის მიწისძვრა (1679)
1679 წლის სომხეთის მიწისძვრა (აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ერევნის მიწისძვრა ან გარნის მიწისძვრა) მოხდა 1679 წლის 4 ივნისს სომხეთის რეგიონში, შემდეგ კი სპარსეთის იმპერიის ნაწილში.[1]
თარიღი | 1679 წლის 4 ივნისი[1] |
---|---|
მაგნიტუდა | 6.4 Ms[2] |
ეპიცენტრის მდებარეობა | 40°12′N 44°42′E / 40.2° ჩ. გ. 44.7° ა. გ. [2] |
დაზარალებული ტერიტორია | ერევნის სახანო, სეფიანთა იმპერია |
ინტენსიურობა | IX–X[2] |
მსხვერპლი | 7 600[2] |
მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალი შენობა. ერევნის უმთავრესი ნაგებობები დაზიანდა. ერევნის ციხესიმაგრე მთლიანად განადგურდა. იგივე ბედი ეწიათ პეტრე-პავლეს, კათოღიკესა და ზორავორის ეკლესიებსა და გეთსემანეს სამლოცველოსაც.[1]
მთლიანად განადგურდა ახლომდებარე სოფელი კანაკერი. ასევე, სრულად დაინგრა გარნის წარმართული ტაძარიც.[3] იმ მრავალ ეკლესიასა და მონასტერს შორის, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდნენ იყვნენ ჰავუც-თარი, უშის წმინდა სარქისის მონასტერი, ოვანავანქი, გეღარდი და ხორ-ვირაპი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Hakobyan, Tadevos (1979). Երևանի պատմությունը (1500–1800 ԹԹ.) (History of Yerevan (1500-1800) (hy). Yerevan State University Press.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Utsu, T. R. (2002), „A List of Deadly Earthquakes in the World: 1500-2000“, International Handbook of Earthquake & Engineering Seismology, Part A, Volume 81A (First რედ.), Academic Press, p. 69, ISBN 978-0124406520
- ↑ 3.0 3.1 Hasrat'yan, Mourad (1995). „The medieval earthquakes of the Armenian Plateau and the historic towns of Ayrarat and Shirak (Dvin, Ani, Erevan)“. Annali di Geofisica. Italian National Institute of Geophysics. 38 (5–6): 721. მითითებულია ერთზე მეტი
|author=
და|last=
(დახმარება)