ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია
ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია (სომხ. Սուրբ Զորավոր Աստվածածին եկեղեցի) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნგრევას გადარჩენილი ეკლესია სომხეთის დედაქალაქ ერევანში. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც ღვთისმშობლის ეკლესია. მოგვიანებით ეწოდა ზორავორი (ნიშნავს ძლიერს) იმ მიზეზით, რომ სწორედ ეს ადგილი ითვლება ზორავორის ბიბლიის ადგილსამყოფლად.[1] ეკლესია მდებარეობს კენტრონის რაიონში. როგორც ცნობილია ის 1694 წელს დასრულდა და დღესაც მოქმედია.
ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია Սուրբ Զորավոր Աստվածածին եկեղեցի | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°11′09″ ჩ. გ. 44°30′34″ ა. გ. / 40.18583° ჩ. გ. 44.50944° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | კენტრონი |
ადგილმდებარეობა | სომხეთი, ერევანი, კენტრონის რაიონი |
კურთხევის წელი | 1694 |
სასულიერო სტატუსი | ეკლესია |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | surbzoravor.am |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | სამნავიანი ბაზილიკა |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებაXVII საუკუნის პირველ ნახევარში მოვსეს სუნეცმა ააშენა სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსი მოიცავდა ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესიას, წმინდა ანანიას პატივსაცემად აგებულ სამლოცველოს, პალატებსა და სხვა რამდენიმე ნაგებობას. კომპლექსში შედიოდა სასულიერო სკოლაც. ფილიპიოს I-ის (1632-1635) კათოლიკოსობის დროს მოხდა ახალი ნაგებობების აშენება, თუმცა 1679 წლის მიწისძვრამ ახალი ნაგებობი გაანადგურა.
დღევანდელი ეკლესია 1693-1694 წლებში აუშენებიათ. დაახლოებით 100 წლის შემდეგ კი გაურემონტებია კათალიკოს ლუკას I-ს.
გეგმით ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. მთავარი დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საკურთხეველი. ექსტერიერი და ინტერიერი გამოირჩევა სიმარტივით. ამის მიუხედავად ტაძარს მაინც ახასიათებს არქიტექტურული მრავალფეროვნება. აქ შევხვდებით დეკორატიულ სვეტებს და რამდენიმე XVII საუკუნით დათარიღებულ ხაჩქარს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია მიუხედავობის გამო ძალიან დაზიანდა. თუმცა სოციალისტური სტრუქტურის დამხობის შემდეგ გარემონტდა როგორც ზორავორი, ასევე წმინდა ანანიას სამლოცველო და აშენდა ახალი საცხოვრებელი ბერებისათვის.
გალერეა
რედაქტირება-
ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია
-
სამრეკლო და ორნამენტები მის ქვეშ
-
ეკლესიის ექსტერიერის ნაწილი
-
ეკლესიის საკურთხეველი
-
წმინდა ანანიას სახელობის სამლოცველო