ოვანავანქი
ოვანავანქი (სომხ. Հովհաննավանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ ოჰანავანში.
ოვანავანქი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°20′21″ ჩ. გ. 44°23′19″ ა. გ. / 40.33917° ჩ. გ. 44.38861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | არაგაწოტნის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | ოჰანავანი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვაჩე ვაჩუტიანი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 1216-1221 |
დეტალები
|
ისევე როგორც ახლოს მდებარე საღმოსავანქის ეკლესია მდებარეობს მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. ოვანავანქიც და საღმოსავანქიც დააარსა აირარატის თავადმა ვაჩე ვაჩუტიანმა. ისინი განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ხუროთმოძღვრულ სტილს. ორივე ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. სატაძრო კომპლექსს რამდენიმე გუმბათი ამშვენებს.
სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
- სურბ-გრიგორის ბაზილიკა — V საუკუნე.
- სურბ-კარაპეტი — 1216-1221 წწ.
- გავიტი — IV საუკუნე.
ტაძრის სამხრეთი კედელი დაინგრა 1919 წლის მიწისძვრის შედეგად. 1970-1990 წლებში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განიცადა, რომლის შედეგადაც აღადგინეს დანგრეული ელემენტები. ასევე დღემდე შემონახულია XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრის კედლები და კოშკი. ასევე ძველი სასაფლაო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Zakaria Kanakertsi (1627-1699). Chronicle. Moscow, 1969
- Armenia: 1700 years of Christian Architecture. Moughni Publishers, Yerevan, 2001
- Tom Masters and Richard Plunkett. Georgia, Armenia & Azerbaijan, Lonely Planet Publications; 2 edition (July 2004)
- Nicholas Holding. Armenia with Nagorno Karabagh, Bradt Travel Guides; Second edition (October, 2006)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: