სოლოვეცკის კუნძულები

სოლოვეცკის კუნძულები (რუს. Соловецкие острова) — არქიპელაგი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, თეთრი ზღვის ონეგის უბეში. მისი მთლიანი ფართობი 347 კმ²-ია, მოსახლეობა 968 (2002 წ.); 1 317 (1989 წ). ადმინისტრაციულად წარმოადგენს არხანგელსკის ოლქის სოლოვეცკის რაიონს. კუნძულებს ემსახურება აეროპორტი.

სოლოვეცკის კუნძულების კულტურული და ისტორიული ანსამბლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 65°05′00″ ჩ. გ. 35°53′00″ ა. გ. / 65.08333° ჩ. გ. 35.88333° ა. გ. / 65.08333; 35.88333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 632
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 632
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია

რედაქტირება

არქიპელაგი შედგება ექვის კუნძულისაგან:

  • ბოლშოი სოლოვეცკი - 246 კმ².
  • ანჟერსკი - 47 კმ².
  • ბოლშაია მუკსალმა - 17 კმ².
  • მალაია მუკსალმა - 0,57 კმ²
  • ბოლშოი ზაიეცსკი - 1,25 კმ².
  • მალი ზაიეცსკი - 1,02 კმ².

კუნძულების ნაპირები საკმაოდ დანაწევრებულია. შედგება გრანიტისა და გნაისისგან. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია (უმაღელსი წერტილი 107 მ). კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია შოტლანდიური ფიჭვითა და ნორვეგული ნაძვის ტყეებით, რომლებიც ნაწილობრივ ჭაობიანია. მრავლადაა ტბები.

კუნძულების საინტერესო მახასიეთებლებია ქვის ლაბირინთები, რომლებიც ტიპურია ჩრდილოეთ ევროპისათვის, მაგრამ სოლოვეცკის ლაბირინთები საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშებს წარმოადგენს.

მონასტერი

რედაქტირება

კუნძულებზე განლაგებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოლოვეცკის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XV საუკუნის მეორე მეოთხედში კირილო-ბელოზერის მონასტრის ბერებმა დააარსეს. უკვე XVI საუკუნეში, მონასტერი მიწის ერთ-ერთი უმდიდრესი მესაკუთრე და რუსეთის ყველაზე გავლენიან რელიგიურ ცენტრად იქცა.

რუსეთის იმპერიულ ეპოქაში, მონასტერი ცნობილ ციხესიმაგრედ იქცა, რომელმაც ლივონიის ომში (XVI ს), მწუხარების პერიოდში (რუს. Смутное время, XVII ს.), ყირიმის ომსა (XIX ს.) და რუსეთის სამოქალაქო ომში (XX ს.) მრავალი შეტევა მოიგერია.

1992 წელს, სოლოვეცკის კუნძულების კულტურული და ისტორიული ანსამბლი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება