სოლისტი (ფილმი)
სოლისტი (ინგლ. The Soloist) — 2009 წლის დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი. ფილმში მთავარ როლებში მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში 2009 წლის 24 აპრილს[1] და DVD-სა და Blu-ray-ზე 5 აგვისტოს.
„სოლისტი“ | |
---|---|
ინგლ. The Soloist | |
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | ჯო რაიტი |
პროდიუსერი |
გარი ფოსტერი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | დარიო მარიანელი |
მწარმოებელი კომპანია |
DreamWorks Pictures Universal Pictures StudioCanal Participant Media Working Title Films |
დისტრიბუტორი |
Paramount Pictures (ჩრდილოეთი ამერიკა) |
გამოსვლის თარიღი | 11 სექტემბერი, 2009 (გაერთიანებული სამეფო |
ხანგრძლივობა | 117 წუთი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 60 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 38.3 მილიონი აშშ დოლარი |
ზოგადი ინფორმაცია
რედაქტირებაფილმი დაფუძნებულია ნათანაელ აიერსის ნამდვილ ისტორიაზე, მუსიკოსის ბიოგრაფიაზე, რომელსაც შიზოფრენია დაემართა და უსახლკაროდ დარჩა. სუსანა გრანტის სცენარი დაფუძნებულია სტივ ლოპესის წიგნზე, სოლისტი. ლოპესი (დაუნი), Los Angeles Times- ის ჟურნალისტი, აღმოაჩენს და წერს აიერსის (ფოქსი) ჩელოს ჟღერადობას, რომელიც შიზოფრენიის განვითარების შემდეგ, ქუჩებში ცხოვრობს.
სამსახიობო ჯგუფი
რედაქტირება- ჯეიმი ფოქსი - ნათანაელ აიერსი
- რობერტ დაუნი უმცროსი - სტივ ლოპესი
- ქათრინ კინერი - მერი ვესტონი
- ტომ ჰოლანდირი - გრემ კლეიდონი
- ლიზა გეი ჰამილტონი - ჯენიფერი
- ნელსან ელისი - დევიდ კარტერი
- რეიჩელ ჰარისი - ლესლი ბლუმი
- სტივენ როუტი - კურტ რეინოლდსი
- ლორაინ ტუშეტი - ფლო აიერსი
- ჯასტინ მარტინი - ახალგაზრდა ნათანაელ აიერსი
- ოქტავია სპენსერი - პრობლემური ქალი
წარმოება
რედაქტირებასოლისტი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი, და სცენარის ავტორი სუსანა გრანტი, დაფუძნებულია სერიაზე,[2] რომელიც დაწერა Los Angeles Times- ის ჟურნალისტმა სტივ ლოპესმა. ფილმი ნაზიტანელ ეიერს უმცროსის ისტორიაა, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული მუსიკოსია. ეს ისტორია საბოლოოდ გაერთიანდა ლოპესის წიგნში სახელწოდებით „სოლისტი“,[3] რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის გაზაფხულზე.[4] ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარი იყო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე რაიტის წინა ფილმის, მონანიების ბიუჯეტი.[5] ფილმის წარმოება დაიწყო 2008 წლის იანვარში და გადაღებები ძირითადად შედგა ლოს-ანჯელესში.[6] ზოგიერთი სცენა გადაღებულია კლივლენდში.
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაშემოსავალი
რედაქტირებაპრემიერის შაბათ კვირას, ფილმი ჩარტებში მეოთხე ადგილზე იყო და გამოიმუშავა 9 715 000 აშშ დოლარი 2 024 კინოთეატრში (საშუალოდ თეატრში 4800 დოლარი). [7] ფილმმა თავისი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარი გამოიმუშავა, რაც 31 720 158 აშშ დოლარს შეადგენს. მცირე შემოსავლის მიზეზი იყო ფილმის პრემიერის გადადება[1] და ის, რომ სოლისტი 2009 წლის ზაფხულის კინოს სეზონამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა.
კრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირებაRotten Tomatoes– ზე ფილმის მაჩვენებელია 57%, 205 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო საშუალო ქულა 5,95 10-დან. საიტის კონსენსუსში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოირჩევა ძირითადი პესონაჟების მძლავრი შესრულებით, თხრობის ფოკუსის ნაკლებობა ფილმის მაჩვენებელს ადაბლებს.“[8] Metacritic– ზე ფილმის საშუალო ქულაა 61 100 – დან, რომელიც ეფუძნება 33 კრიტიკოსის შეფასებებს, რაც მიუთითებს „ზოგადად ხელსაყრელ მიმოხილვებს“. [9] CinemaScore-ზე, სადაც ფილმებს მაყურებლები აფასებდნენ, ფილმმა მიიღო B+ შეფასება A-დან F მაჩვენებლამდე.[10]
შემფასებლები ზოგადად აქებენ რობერტ დაუნ უმცროსისა და ჯეიმი ფოქსის შესრულებებს, მაგრამ კომენტარს აკეთებენ ფილმის ნაკლებ თხრობით კონცენტრაციაზე.[11] ბევრმა ჩათვალა, რომ პროექტი რაიტისთვის ცოტა „შეუსაბამობა" იყო და თვლიდნენ, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმი დღემდე. მას სოლისტამდე ისეთი ფიმები აქვს შექმნილი, როგორიცაა „სიამაყე და ცრურწმენა" და „მონანიება“.
hicago Sun-Times- ის წარმომადგენელმა, როჯერ ებერტმა დაწერა: „სოლისტს აქვს დრამის ყველა ელემენტი, გარდა რაღაც კულმინაციისა. ამბავი მიმზიდველია, მსახიობები კარგად ასრულებენ, მაგრამ მე არასოდეს ვიყავი დარწმუნებული, თუ რა სურდათ ეჩვენებინათ კინემატოგრაფებსს ამ ფილმის შექმნით.”[12]
საუნდტრეკი
რედაქტირებასოლისტის საუნდტრეკი გამოიცა 2009 წლის 21 აპრილს. ფილმის კომპოზიტორია დარიო მარიანელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Thompson, Anne (2008-10-19). „Wright's 'Soloist' won't play holiday“. Variety.
- ↑ „Steve Lopez on Nathaniel Anthony Ayers“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2020-12-27.
- ↑ Fleming, Michael (2007-08-16). „Jamie Foxx tunes up for 'Soloist'“. Variety. ციტირების თარიღი: 2008-02-07.
- ↑ Fleming, Michael (2007-08-27). „Downey Jr. joins Wright's 'Soloist'“. Variety. ციტირების თარიღი: June 10, 2020.
- ↑ „Atonement director shocked by big Hollywood budget“. World Entertainment News Network. 2008-01-14.
- ↑ Fleming, Michael (2007-08-16). „Jamie Foxx tunes up for 'Soloist'“. Variety. ციტირების თარიღი: 2008-02-07.
- ↑ Weekend Box Office Results for April 24–26, 2009. Box Office Mojo.
- ↑ The Soloist. Fandango Media. ციტირების თარიღი: June 10, 2020
- ↑ Soloist, The (2009): Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 10, 2010. ციტირების თარიღი: June 10, 2020
- ↑ SOLOIST, THE (2009) B+. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 2020-12-27.
- ↑ The Soloist.
- ↑ Ebert, Roger. The Soloist movie review & film summary (2009).