ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სმპად პიურადი (სომხ. Սմբատ Բյուրատ; დ. 3 მარტი, 1862 წელი, ზეიტუნი, ოსმალეთის იმპერია - გარდაიცვალა 1915 წელს, აიასი, ოსმალეთის იმპერია) — სომეხი ინტელექტუალი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მოკლეს სომეხთა გენოციდის დროს.[1]

სმპად პიურადი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1862
დაბადების ადგილი ზეიტუნი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1915 წელი (52–53 წლის)
გარდაცვალების ადგილი აიასი, ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა ინტელექტუალი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე
ენა სომხური ენა
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Q21697171? და პარიზის უნივერსიტეტი
პერიოდი რომანტიზმი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება
თალეთ ბეის რომ სცოდნოდა, როგორც ოჯახს, რამხელა გაჭირვება და უბედურება გადაგვხდა დაუყოვნებლივ დაასრულებდა ამ სიტუაციას... ჩემო საწყალო ცოლო, ტირანიის გამო რამხელა გაჭირვება განიცადე და ახლა, ტანჯვის შედეგად, მხედველობაც დაკარგე. რა პოლიციელს შეეძლო შენი ,მდგომარეობის ნახვის შემდეგ არ დამწუხრებულიყო? მაგრამ რაში გვარგია შეწყალება? ჩვენი ტანჯვა მუდამ ჩვენთან დარჩება.
— პიურადის წერილი ცოლისა და ოჯახისადმი.[2]

პიურადი დაიბადა 1862 წლის 3 მარტს ზეიტუნში. 1871 წელს გაემგზავრა იერუსალიმში და შევიდა ჯარანკავორაცის სკოლაში, სადაც სწავლა 1880 წელს დაასრულა.[3] სკოლის დასრულებისთანავე სწავლა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტში. 1885 წელს დაინიშნა კილიკიის 36 სომხური სკოლისგან შემდგარი თემის ზედამხედველად. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსები იეგია დემირჯიბაშიანის ფილოსოფიურ ჟურნალში ,,დედამიწა" (Yergrakount).

1885 წელს პიურადმა გახსნა სკოლა სომხებით დასახლებულ სოფელ სისში (დღევანდელი კოზანი).

როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პიურადი დააპატიმრეს მეუღლესთან (რომელიც თურქულ ციხეში დაბრმავდა) ერთად. მან მარაშისა და ალეპოს ციხეებში 5 წელი დაჰყო. ზეიტუნელების მიერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უილიამ გლადსტონისთვის მიწერილ წერილში დეტალურადაა აღწერილი პიურადის დაპატიმრება და ციხის პირობები. ,,ამ დროს მათ დააპატიმრეს სემპად პიურადი და სასტიკი ცემითა და ყოველგვარი არასათანადო მოპყრობით მიიყვანეს მარაშის ციხეში. აქ მყოფი ერთადერთი პოეტი, ინტელექტუალური და განათლებული ახალგაზრდა, რომელიც ყველა თავის თანამედროვეს უყვარდა და რომელიც მშობლებისგან 20 წლიანი განშორების შემდეგ მათვე სანახავად დაბრუნდა, ვინაიდან 9 წლის ასაკში განათლების მისაღებად დატოვა სახლიც და მშობლებიც. საწყალი კაცი მშობლიურ სახლში მისვლამდე დააპატიმრეს, როგორც მაწანწალა, მიუხედავად იმისა რომ თან ახლდა ცოლი და ორი ვაჟი. ისინი 36 საათის განმავლობაში სასტიკად იტანჯებოდნენ შიმშილითა და სხვა მიზეზთა გამო. ალბეატადან მარაშამდე მიმავალ გზაზე ყოველგვარი მოწყალების გარეშე ბავშვებსაც კი წამებით კლავდნენ და წყლის მიღებას სასტიკად უკრძალავდნენ."[4]

1985 წელს პიურადი ციხიდან გაათავისუფლეს. მალევე აქედან ის პირდაპირ კაიროში წავიდა, სადაც დააფუძნა სომხური ცენტრალური კოლეჯი და გაზეთი ,,ნორ ორ". ახალგაზრდა თურქი რევოლუციონერების მიერ წამოწყებული რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თურქეთში, სადაც იყო რედაქტორი გაზეთების ,,პიუნიკი" და "გაღაფარი".

მან შექმნა არაერთი ნაწარმოები, მათ შორისაა: ,,ელდიზიდან სასუნამდე" (1910), ,,ავარაირის არწივი" (1909), ,,თავისუფლებისთვის" (1911) და მრავალი სხვა. მან გახსნა საკუთარი გამომცემლობაც და მალევე აირჩიეს ეროვნულ დეპუტატად.

გარდაცვალება

რედაქტირება

პიურადი მეორედ დააპატიმრეს და გადაასახლეს 1815 წელს სხვა სომეხ ინტელექტუალებთან ერთად. დააპატიმრეს აიასიში, ხოლო საბოლოოდ ანკარაში მოკლეს კიდეც.[5][6][7][8][9]

წერის სტილი

რედაქტირება

პიურადი ითვლება გვიანდელ რომანტიკოს მწერლად. მისი ნაწერების უმრავლესობა ეხება თურქეთის მთავრობის მიერ სომეხთა რასის დევნას, გმირულ ზღაპრებსა და რევოლუციური ჟინით გაჟღენთილი სომხური საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას. ზოგიერთ რომანში მოქმედების არეალი თავად პიურადის მშობლიურ მხარე ზეიტუნშია გაშლილი. რევოლუციური მოძრაობით აღსავსე ნაწარმოებებმა სომეხი მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო, რამაც ის მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწერლად აქცია.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

სომხეთში პიურადის სახელს ატარებს დაწყებითი სკოლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2005) The Heritage of Armenian Literature From The Eighteenth Century To Modern Times.. Detroit: Wayne State Univ Pr, გვ. 102–3. ISBN 0814332218. 
  2. Lapçinciyan, Teotoros (1919). Houshartsun nahadoug medavoraganouti (Armenian), გვ. 21–2. 
  3. (2000) რედ. Kevork B. Bardakjian: A reference guide to modern Armenian literature, 1500-1920 : with an introductory history. Detroit: Wayne State Univ. Press, გვ. 307–8. ISBN 0814327478. 
  4. Berberian, Arsen. British Reaction Regarding the First Massacres in Turkey.
  5. (2000) რედ. Kevork B. Bardakjian: A reference guide to modern Armenian literature, 1500-1920 : with an introductory history. Detroit: Wayne State Univ. Press, გვ. 307–8. ISBN 0814327478. 
  6. „103 yılda 112 gazeteci ve yazar öldürüldü“. Gazeteciler (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-30. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
  7. Ohanian, Pascual C. (1986). Turquia, Estado Genocida (1915-1923) Documentos (Spanish), გვ. 598. 
  8. „24 Nisan'da ne Olmuştu?“ (PDF). Taraf (Turkish). April 24, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — ოქტომბერი 19, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
  9. Smith, Walter George (1971). „Journal of a Journey to the Near East“. The Armenian Review. 24: 22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სმპად_პიურადი“-დან