გოლუმი

(გადამისამართდა გვერდიდან სმეაგოლი)

გოლუმი (ან „გოლლუმი“, Gollum) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში და რომანების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ პერსონაჟი.

გოლუმი
ქართულ თარგმანში გოლლუმი
სხვა სახელები გოლლუმი, მყრალა, სმეაგოლი, ჩუმალა
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადება დაახლოებით 2430 (მესამე ეპოქა)
როვანიონი (მაგრამ ცხოვრობდა ნისლიან მთებში)
გარდაცვალება 25 მარტი 3019 (მესამე ეპოქა)
ნაწარმოები ჰობიტი
ბეჭდის საძმო

ორი ციხე-კოშკი
მეფის დაბრუნება

გოლუმის ერთ-ერთი განმასხვავებელი თავისებურება არის მისი ლაპარაკის მანერა. საკუთარ თავზე საუბრობს მრავლობით რიცხვში და ჩვეულებრივი სიტყვების მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებს. მაგალითად: ჰობიტსები - ჰობიტების ნაცვლად, ჩიტებბი - ჩიტების ნაცვლად და ა.შ.

გოლუმი თავდაპირველად იყო ჰობიტი, რომელიც ცხოვრობდა ზამბახის ველებთან.[1] მას სინამდვილეში ერქვა „სმეაგოლი“ და სახელი „გოლუმი“ შეიძინა ყელიდან საზარელი ხმის გამოშვებით.[2] ძალაუფლების ბეჭედმა იგი გარყვნა. ამით მისი სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი გახდა. ბეჭედს გოლუმი ხშირად უწოდებდა „ჩემი საუნჯე“ ან „ჩემი დაბადების დღის საჩუქარი“. მას შემდეგ, რაც იგი ბილბო ბეგინსის საკუთრებაში გადავიდა, გოლუმი ბეჭედს სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა.

საუკუნეების განმავლობაში ბეჭდის გავლენის ქვეშ, გოლუმს უყვარდა და ეზიზღებოდა ეს ნივთი, ისევე როგორც უყვარდა და ეზიზღებოდა საკუთარი თავი. თხრობისას ჩანს, რომ გოლუმს პიროვნების გაორების ნიშნები აქვს, იგი ორ ცეცხლს შორის არის - სურს ბეჭდის დაბრუნება და ამავე დროს, მისგან გათავისუფლებაც.

პიროვნება

რედაქტირება

გოლუმი არის დაბალი სიმაღლის არსება, გამხდარი, დიდი მანათობელი თვალებით. „ჰობიტის“ მიხედვით მისი კანი პრიალა და შავი ფერისაა. „ჰობიტში“ არ არის ნახსენები ის, რომ წარსულში გოლუმი ზევით, მიწაზე ცხოვრობდა. ასევე არ არის ნათქვამი, რომ იგი ოდესღაც ნახევარკაცა (ჰობიტი) იყო.

 
„ვინ ან რა იყო გოლუმი - უცნობია. გოლუმი და მორჩა“

სავარაუდოდ, ასევე ავტორის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, გოლუმი იყო უცნობი ჯიშის არსება. ასეა იგი გამოყვანილია რალფ ბაკშის მიერ გადაღებულ ანიმაციურ ფილმ „ბეჭდების მბრძანებელში“ - ჰგავს როგორც ობობას, ასევე ბაყაყს. პიტერ ჯეკსონის კინოვერსიაში კი იგი პირიქით, უფერულია. ის ზოგადად ღონიერია, თუმცა მშიშარა და მატყუარა.

„ბეჭდების მბრძანებელში“ გოლუმის ბიოგრაფია და პიროვნება ჩნდება გაცილებით ვრცლად: ტრილოგიაში იგი წარმოდგენილია არა გაურკვეველ ურჩხულად, არამედ უბედურ ყოფილ ჰობიტად, ბეჭდის მსხვერპლად. იგი იტანჯება პიროვნების გაორებით, იწყებს საუბარს საკუთარ თავთან, გაყოფილია მშიშარა სმეაგოლად და ბოროტ გოლუმად.

ადაპტაციები

რედაქტირება

კინოტრილოგიებში „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“ გოლუმს ასრულებს და ახმოვანებს მსახიობი ენდი სერკისი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gollum. Lord of the Rings Fantasy World. ციტირების თარიღი: 28 November 2010.
  2. თარგი:ME-ref/ᲰᲝᲑᲘᲢᲘ