სკაი ტონია ფერეირა (ინგლ. Sky Tonia Ferreira; დ. 4 ივლისი, 1992, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მსახიობი. კარიერის დასაწყიში დაიწყო Myspace-ზე ვიდეოების ატვირთვა. მან კონტრაქტი გააფორმა Parlophone-თან 2009 წელს. შემდეგ გამოუშვა თავისი პირველი EP As If!, 2011 წელს. მომავალ წელს გამოვიდა ფერეირას მეორე EP Ghost.

სკაი ფერეირა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სკაი ტონია ფერეირა
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1992 (1992-07-08) (31 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი სინთპოპ, ინდი-როკ, დენს-პოპი, ინდი-პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი, მსახიობი
აქტიური 2009 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი skyferreira.com
სკაი ფერეირა ვიკისაწყობში

სადებიუტო სტუდიური ალბომი Night Time, My Time გამოუშვა 2013 წლის ოქტომბერში, რომელსაც წინ უძღოდა წამყვანი სინგლი „You're Not the One". ნამუშევარი არის ინდი-როკისა და სინთ-პოპის ნაზავი. ალბომმა დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება. იმავე წელს ითამაშა ელი როტის ფილმში „Green Hell“. მალევე გამოუშვა ახალი კომპოზიციები „Downhill Lullaby" და „Don't Forget".

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

სკაი ტონია ფერეირა დაიბადა 1992 წლის 8 ივლისს ლოს-ანჯელესში. მას ბებია ზრდიდა, რომელიც მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემელი იყო.

კარიერა რედაქტირება

კარიერის დასაწყისში ფერეირამ თავისი სიმღერების Myspace-ზე ატვირთვა დაიწყო. 2009 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Parlophone-თან და დაიწყო მუშაობა სადებიუტო ალბომზე. იმავე წელს ითამაშა ფილმში სახელწოდებით Putty Hill. მალევე გამოჩნდა ჟურნალების, Dazed-ისა და Interview-ის გარეკანებზე.[1][2] 2011-დან 2012 წლამდე ფერეირამ გამოუშვა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის როგორიცაა „17" და „One".[3] ასევე გეგმავდა სადებიუტო ალბომის გამოშვებას 2011 წლის იანვარში, თუმცა ლეიბლმა მისი გამოშვება გადადო. მიუხედავად ამისა, მუსიკოსმა გამოუშვა EP სახელწოდებით As If!. ნამუშევარმა დაიმსახურა კრიტიკოსთა მოწონება. იმავე წელს გახდა Calvin Klein-ისა და Adidas-ის მოდელი.

2011 წელს დააანონსა ახალი ალბომი.[4] ის მუშაობდა ჯონ ბრაიონთან, გრეგ კურსტინსა და შირლი მენსონთან. თავდაპირველად ფერეირას ალბომს ერქვა Wild at Heart, თუმცა მუსიკოსმა შეუცვალა სახელი და დაარქვა I'm Not Alright. ოქტომბერში მან გამოუშვა კიდევ ერთი EP სახელწოდებით Ghost. ნამუშევარი ბილბორდის Top Heatseekers-ის ჩარტში მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო ალტერნატიული ალბომების ჩარტში 71-ე ადგილი დაიკავა.[5] ნამუშევრიდან გამოვიდა სინგლი „Everything Is Embarrassing", რომელიც ფერეირამ შეასრულა გადაცემაში Late Night With Jimmy Fallon.

 
ფერეირა 2013 წელს

2013 წლის ივნისში ფერეირამ ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში სახელწოდებით IRL. მალევე მუსიკოსმა კვლავ შეუცვალა სახელი თავის პირველ ალბომს და დაარქვა Night Time, My Time. ნამუშევარი გამოვიდა 2013 წლის 29 ოქტომბერს Capitol Records-ის ეგიდით.[6] ალბომმა დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება და როლინგ სტოუნმა ნამუშევარს უწოდა 2013 წლის მეხუთე საუკეთესო სადებიუტო ალბომი. ის ბილბორდ 200-ის ჩარტში 45-ე ადგილზე გავიდა. ალბომიდან გამოვიდა წამყვანი სინგლი „You're Not the One".

სექტემბერში მუსიკოსმა ითამაშა ფილმში The Green Inferno.[7] ფერეირა და მისი შეყვარებული სექტემბერში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. იმავე წლის ოქტომბერში უნდა გაემართა ტურნე Vampire Weekend-თან ერთად, თუმცა ვოკალის პრობლემების გამო მოუწია გაუქმება.[8] ნოემბერში მაილი საირუსთან ერთად იმღერა Bangerz-ის ტურნეზე.[9] მან გამოუშვა Night Time, My Time: B-Sides Part 1 ნოემბერში. 2014 წლის თებერვალში Bangerz Tour-ის დროს ფერეირა დაეცა და ფეხი დაიზიანა.[10]

2014 წლის 16 ივლისს ფერეირამ ტვიტერზე განაცხადა, რომ მუშაობდა მეორე ალბომზე.[11] მან ითანამშრომლა Ariel Rechtshaid-თან, Justin Raisen-თან, Bobby Gillespie-სა და Primal Scream-თან. 2016 წელს ითამაშა ფილმებში Elvis & Nixon და The Trust.[12]

2015 წლის 7 აპრილს დააანონსა ალბომი Masochism.[13] მალევე გახდა ჯიმი ჩუს ახალი სუნამოს, Illicit-ის სახე. მან იმღერა Primal Scream-თან ერთად კომპოზიცია „Where the Light Gets In" 2016 წლის თებერვალში. ფერეირამ ითამაშა 2017 წლის ფილმებში Twin Peaks და Lords of Chaos. 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდა Playboy-ის გარეკანზე. ასევე ითამაშა ფილმში Baby Driver და საუნდტრეკისთვის კომპოზიცია „Easy“.[14]

2019 წლის 21 მარტს მან დააანონსა სინგლი „Downhill Lullaby".[15] ივლისში შეასრულა სიმღერა „Descending" Pitchfork Music Festival-ზე. მალევე ჩაწერა კომპოზიცია Charli XCX-თან ერთად სახელწოდებით „Cross You Out". ნამუშევარი გამოვიდა აგვისტოში. 2022 წლის მარტში დააანონსა კიდევ ერთი სინგლი „Don't Forget", რომელიც გამოვიდა იმავე წლის 25 მაისს.[16][17]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Rachel, T. Cole. (February 22, 2010) Sky Ferreira. Interview. ციტირების თარიღი: January 12, 2014
  2. Dazed & Confused: February Issue. Dazed (January 21, 2010). ციტირების თარიღი: January 12, 2014
  3. Sky Ferreira: Artist. Official Charts Company. ციტირების თარიღი: January 12, 2014
  4. Sky Ferreira – I recorded this almost 3 years ago & was.... Facebook (November 10, 2011). ციტირების თარიღი: January 12, 2014
  5. Sky Ferreira | Awards. ციტირების თარიღი: January 12, 2014
  6. Evan Minsker. Sky Ferreira Announces Debut Album Night Time, My Time. Pitchfork (September 12, 2013). ციტირების თარიღი: January 12, 2014
  7. Deborah Young. (September 9, 2013) The Green Inferno: Toronto Review. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 12, 2014
  8. Claire Lobenfeld. (October 2, 2013) Sky Ferreira Cancels Shows With Vampire Weekend. ციტირების თარიღი: January 12, 2014
  9. Jon Blistein (November 12, 2013). „Miley Cyrus Enlists Icona Pop and Sky Ferreira to Open Tour“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 12, 2014.
  10. Sky Ferreira forced to pull out of Miley Cyrus tour support after injuring herself on stage. NME (February 22, 2014). ციტირების თარიღი: February 22, 2014
  11. Ferreira, Sky. (July 16, 2014) Just started recording my 2nd album & here's the first track. Instagram. ციტირების თარიღი: January 8, 2016
  12. Reilly, Travis. (January 16, 2015) Colin Hanks, Johnny Knoxville, Alex Pettyfer Added to 'Elvis & Nixon'. ციტირების თარიღი: February 6, 2015
  13. Gordon, Jeremy. (April 6, 2015) Sky Ferreira Announces New Album Title. Pitchfork. ციტირების თარიღი: July 10, 2015
  14. Yoo, Noah. (June 28, 2017) Listen to Sky Ferreira's Baby Driver Cover of the Commodores' "Easy". Pitchfork. ციტირების თარიღი: January 6, 2018
  15. Dodero, Camille. (March 26, 2019) Sky Ferreira Returns. Pitchfork. ციტირების თარიღი: March 22, 2019
  16. „Sky Ferreira Teases Her Long Awaited Comeback“. PAPER (ინგლისური). April 1, 2022. ციტირების თარიღი: May 20, 2022.
  17. Sky Ferreira Announces New Song "Don't Forget" en-US (May 18, 2022). ციტირების თარიღი: May 20, 2022