მარიამ სიხარულიძე

(გადამისამართდა გვერდიდან სიხარულიძე, მარიამ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.

მარიამ ალექსის ასული სიხარულიძე (დ. 3 აპრილი, 1907, გოგოლესუბანი, ოზურგეთის მაზრა — გარდაცვალების თარიღი უცნობია) — ქართველი სელექციონერი, მემცენარე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. მისი გამოკვლევები ეხება საქართველოს მინდვრის კულტურათა ბოტანიკური შედგენილობის, მათი სელექციური ღირსებისა და სელექციის მეთოდიკის საკითხებს. შექმნა პერსპექტიული სასელექციო მასალა ინტენსიური ტიპის ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად. თანაავტორია ლობიოს დარაიონებისა და ახალი ჯიშების გამოყვანისა. ეკუთვნის სახელმძღვანელო „მინდვრის კულტურათა სელექცია და მეთესლეობა“ (1961, 1964, 1975). მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება