სიცილით გარდაცვლილები

სიცილით სიკვდილი — იშვიათი და სპეციფიკური შემთხვევა, რომლის დროსაც ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი სიცილი გვევლინება ადამიანის სიკვდილის მიზეზად. უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივი სიცილი გულის მწვავე უკმარისობის მიზეზად იქცევა. სიცილით სიკვდილის შემთხვევები ცნობილია ანტიკური საბერძნეთის დროიდან.

ქრისიპე

ისტორიული შემთხვევები რედაქტირება

  • ლეგენდის თანახმად, ძველ საბერძნეთში ქურუმსა და წინასწარმეტყველს კალხასს ზუსტად ეუწყა გარდაცვალების დღე. როდესაც ეს დღე დადგა, ხოლო სიკვდილი არ აპირებდა მობრძანებას, კალხასმა ისეთი ძლიერი სიცილი დაიწყო, რომ თან გადაყვა.
  • ძვ. წ. III საუკუნეში ძველბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპე სიცილით მოკვდა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა თავისი ღვინით მთვრალი ვირი ლეღვის ჭამას.[1]
  • ამბობენ, რომ ბირმის მეფე ნანდაბაინი 1599 წელს სიცილით მოკვდა მას შემდეგ, რაც მასთან სტუმრად მყოფმა იტალიელმა ვაჭარმა მოახსენა, რომ ვენეცია იყო თავისუფალი სახელმწიფო მეფის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Laertius, Diogenes (1964-5). Lives, Teachings and Sayings of the Eminent Philosophers, with an English translation by R.D. Hicks. Cambridge, Mass/London: Harvard UP/W. Heinemann Ltd. 
  2. Paul N. Morris, Patronage and Piety Montserrat and the Royal House of Medieval Catalonia-Aragon, October 2000