სიუზან ბელპერონი

იუველირ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიუზან ბელპერონი (ფრანგ. Suzanne Belperron; დ. 26 სექტემბერი, 1900 — გ. 28 მარტი, 1983) — XX საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი იუველირი-დიზაინერი[1].

სიუზან ბელპერონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იუველირის ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

მადელინ, სიუზან, მარი, კლერ, ვუილერმი, ვაჭარ ჟიულ ალიქს ვუილერმის (1861-1913) და მარი კლარის ფაუსტინ ბეილი-მეტრის (1866-1931) შვილი დაიბადა 1900 წლის 26 სექტემბერს ქალაქ სენ-კლოდში, იურის მთებში (აღმოსავლეთ საფრანგეთი), 60 კილომეტრში ჟენევიდან (შვეიცარია).

ზამთრის გრძელი თვეების შესავსებად იურის რეგიონის მცხოვრებლებმა საუკუნეთა მანძილზე განავითარეს ტრადიციულ ხელსაქმეთა ფართო სფერო, რაც მოიცავდა ქვების კვეთის ხელოვნებას.[2] ქალაქი სენ-კლოდი 1885 და 1929 წლებს შორის იყო ასევე ბრილიანტების დამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ცენტრი.[3]

იცოდა რა სიუზანის დიზაინერის ადრე განვითარებული ნიჭის შესახებ, მისმა დედამ წაახალისა ის მიეცა თავისუფალი მიმართულება მისი ნიჭისათვის, შეიყვანა რა ის სახვითი ხელოვნების სკოლაში ქალაქ ბეზანსონში.[4] ეს სკოლა დააარსა 1773 წელს შვეიცარიელმა მხატვარმა მელქიორ ვირშმა და ფრანგმა მოქანდაკემ ლიუკ ბრეტონმა. 1843 წლის შემდეგ სკოლის პირადაპირ არის საფრანგეთის უძველესი სახელმწიფო მუზეუმი ხელოვნებისა და არქეოლოგიისა ქ. ბეზანსონისა, მოწყობილი 1694 წელს, დაახლოებით 1 საუკუნით ადრე პარიზის ლუვრის მუზეუმზე, ეს არის ადგილი, სადაც არის საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საგამოფენო დარბაზი, შესანიშნავი კოლექცია კლასიკური სიძველეებისა და ძველ-ეგვიპტური ნაკეთობებისა.

სიუზან ბელპერონმა მოიგო პირველი პრიზი „დეკორატიულ ხელოვნებაში“ წლიურ შეჯიბრებაში 1918 წლისა, ორნამენტით მორთული საათით.[5] ეს პრიზი იყო მისი ჯილდო სწავლის წლებისათვის სპეციალობით „საათების და იუველირულ ნაკეთობათა დამზადება.

ავანგარდის არტისტი ბოივინის საიველირო სახლში

რედაქტირება

1919 წლის მარტში, „ოქროს ოციანი წლების“ დასაწყისში, მალე მისი პარიზში გადასვლის შემდეგ, სიუზან ბელპერონი მიღებული იყო როგორც მოდელისტი-დიზაინერი ჟანა ბოივინის, რენე ბოივინის ქვრივის მიერ.[6] ბოივინების ფრანგულმა საიუველირო სახლმა, შექმნილმა 1890 წელს, დაკარგა 1917 წელს მისი დამფუძნებელი, რომელიც იყო ნიჭიერი დიზაინერი. 1920 წლიდან მეისონ რენე ბოივინის კოლექციები წარმოადგენდნენ მრავალ საიუველირო ნაკეთობებს შთაგონებულებს სიუზან ვუილერმის 1917 წლის ესკიზებით,[7] როცა ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ნატიფი ხელოვნების სკოლაში. ამ დროისათვის ეს დიდი, კარგად დამუშავებული საიუველირო ნაკეთობები კონკურენციას უწევდნენ არტ დეკოს სტილს, რომელიც დომინირებდა, მისი ნატიფი, გეომეტრიული და სტრუქტურული საიუველირო ნაკეთობებით.[7]

ჟანა ბოივინი. რომელიც ყოველთვის განიხილავდა სიუზანს "როგორც „ცოტა მისი საკუთარი ბავშვის მსგავსს“,[8] აღიარებდა, რომ „ის დიდ როლს თამაშობს მეისონ რენე ბოივინის მხატვრულ ცხოვრებაში“. არა ჰყავდა რა საკუთარი შვილი, სიუზანმა თავი მიუძღვნა ამ საიუველირო სახლის შემოქმედებითი მარკისა და საერთაშორისო რეპუტაციის წინ წაწევას. ამას გარდა 1924 წელს, 23 წლის ასაკში, სიუზან ბელპერონი გახდა თანა-დირექტორი ბოივინის საიუველირო სახლისა.

სიუზანი ცოლად გაყვა ჟან ბელპერონს,[9] პროფესიით ინჟინერს, რომელიც დაიბადა 1898 წლის 18 თებერვალს დოლეში, ასევე იურის რეგიონისა. სამოქალაქო ცერემონია შედგა საქალაქო დარბაზში ბეზანსონში 1924 წლის 11 ივლისს. წყვილი გადავიდა ლამარკის გზის 49 -ში, მონმარტრის რაიონში, პარიზში. ექსპრესიონისტი მხატვრის გენ პოლის სტუდიაში მონმარტრში, სიუზან ბელპერონი შეხვდა მწერალს ლუის ფერდინანდ სელინს, მსახიობებს რობერტ ლე ვიგანს და არლეტის და დრამატურგ რენე ფუჩესს.

ბოივინში ბელპერონმა სახელი გაითქვა დიზაინით, რომელიც მოიცავდა ძვირფას ქვებს ნახევრად-ძვირფას მასალებში, ისეთში როგორიცაა ხალცედონი, კლდის კრისტალები და დაბინდული კვარცი.[10]

1930-იანი წლები, ჩრდილიდან გამოსულები

რედაქტირება

სიუზან ბელპერონს შეეძლო თავი ეგრძნო დაღლილად და გული გატეხოდა,[11] რადგან ბოივინის ქმნილებების ორიგინალური დიზაინი მას არ მიეწერებოდა. ეს არ წარმოადგენდა გამონაკლისს: იუველირები მრავალი ათწლეულების მანძილზე დაჟინებით ითხოვდნენ მათი დიზაინის ავტორების ანონიმურობას, არ აძლევდნენ რა მნიშვნელობას, თუ რამდენად ნიჭიერები იყვნენ ისინი, მათ შორის შარლ ჟაკი და პიტერ ლემერჩანდი კარტიესთვის და რენე-სიმ ლაკაზი ვან კლიფისთვის და არპელსისთვის.

1932 წლის თებერვალში სიუზან ბელპერონმა დატოვა თავისი სამუშაო მეისონ რენე ბოივინთან 1932 წელს.[6] 1933 წლის იანვარში იგი უნდა შეეცვალა ჟიულეტ მოუტარდს, რომელიც ადრე მუშაობდა საათების, როგორც ფუფუნების საგნების მემანუფაქტურესთან, ვერგერ ფრერესთან. და გერმან ბოივინს, ჟანა და რენე ბოივინების ქალიშვილს, რომელიც ადრე მის ბიძასთან,[12] ფასონების ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა და შემდგომ მისი ტანსაცმლის ხაზი შექმნა [12] პუარეს სახლის გაკოტრების შემდეგ. იგი შეუერთდა რენე ბოივინის საიუველირო სახლს, როგორც მომუშავე, მხოლოდ 1938 წელს.[12]

1932 წლის აპრილში სიუზან ბელპერონმა მიიღო წინადადება ბერნარდ ჰერცისაგან, დაეკავებინა ცენტრალური თანამდედობა მის კომპანიაში, როგორც „განსაკუთრებულ, უნიკალურ და აღიარებულ დიზაინის შემქმნელს“. ბერნარდ ჰერცი, ცნობილი პარიზელი დილერი მარგალიტის და ძვირფასი ქვებისა, იყო რენე ბოივინის ერთ-ერთი აღიარებული მიმწოდებელი. ბერნარ ჰერცმა მისცა მას თავისუფლება გაეკეთებინა მისი საკუთარი მოდელების დიზაინი ჰერცის სახელით. დაფუძნებული მის საკუთარ სალონში შატედიენის ქუჩაზე ნომ. 59-ში, სიუზან ბელპერონი უზრუნველყოფდა ცნობილი იუველირის ადრიენ ლუარტის (1890-1989) მომსახურებას და დაუკავშირდა გროენ ეტ დარდეს, როგორც მის განსაკუთრებულ მემანუფაქტურეს.

1930 წლის მანძილზე სიუზან ბელპერონის ნამუშევართა ორიგინალურობამ მოუხვეჭა მზარდი საერთაშორისო აღიარება ბერნარ ჰერცს. ბელპერონის სახელი სულ უფრო ცნობილი ხდებოდა და ის გახდა მთავარი ფიგურა არტისტულ სამყაროში, როგორც საფრანგეთში, ასევე საზღვარგარეთაც. თითქმის ყოველ თვე, მისი ქმნილებები ჩნდებოდა [13] ყველაზე ცნობილი იუველირების, როგორიც იყო კარტიე, ბოჩერონი, ან ვან კლიფი და არპელსი, ასეთივე ნამუშევრებთან ერთად, მაღალი მოდის მაღაზიებში, როგორიცაა ვოგ და ხარპერს ბაზარი, მუდმივ თანამშრომლობაში კარგად ცნობილ ფოტოგრაფებთან, განსაკუთრებით ჟორჟ გოინინგენ-გიუენესთან და ხორსტ პ. ხორსტთან.[14] ახლო მეგობარი, დიანა ვრილენდი (1903-1989), კარგად ცნობილი ფიგურა მეოცე საუკუნის მოდის ისტორიაში და გავლენიანი პირი მოდის ჟურნალებში (გამომცემელი ხარპერ’ს ბაზარის მოდის, ხოლო მოგვიანებით ვოგის მთავარი რედაქტორი) აღიარებდა სიუზან ბელპერონის სტილს.[15]

მისი სახელი ისეთი იყო, რომ ცნობილმა ნიუ-იორკერმა იუველირმა პოლ ფლატომ ინახულა იგი[16] 1939 წლის ივლისში, რათა შეეთავაზებინა შემოქმედებითი თანამშრომლობა, რაზეც სიუზან ბელპერონისგან უარი მიიღო.

„ჩემი სტილი -ჩემი ხელმოწერაა“

რედაქტირება

როგორც უბადლო კოლორისტის,[17] სიუზან ბელპერონის განსაკუთრებული ნიჭი თამაშისა ესთეტიურ გავლენებთან სხვადასხვა წყაროებიდან და მოტივებთან, რომელთა შთაგონების წყაროს ბუნება წარმოადგენდა, შეადგენს მისი მუშაობის საფუძველს.[18] სიუზან ბელპერონი მოხიბლული იყო ხელოვნებით და შორეული კულტურებით ეგვიპტესი, აღმოსავლეთის (განსაკუთრებით ასურეთის ცივილიზაციით), ინდოეთით, შორეული აღმოსავლეთით (ჩინეთი, იაპონია), აფრიკით და ოკეანიით. მან შთაგონება ნახა ბუნების ფლორაში და ფაუნაში,[19] ისეთი ქმნილებებისაგან, როგორიცაა ზღვის ვარსვლავი და მწერები, ბაღის ყვავილებისა და ფოთლების დეტალებით.[20] სიუზან ბელპერონი ასევე გატაცებული იყო წყალქვეშა სამყაროთი, აღტაცებული მისი ფორმების და ფერის კომბინაციების სიმდიდრით.[21]

გაიარა რა მომზადება არტ დეკოს მოძრაობის სიმაღლეებზე, ბელპერონმა შეარბილა მისი სწორხაზოვანი ესთეტიკა, გამოიყენა რა მასალები და დიზაინი, რომლებსაც სხვა იუველირები მანამდე არ იყენებდნენ [22] ის იყო პიონერი ტექნიკის ძვირფასი ქვების ნახევრადძვირფას მასალებში ჩართვისა.[22] დამატებით ამ მოტივების უნიკალური გზით მორგებასთან, მან ასევე აირჩია 22 კარატის ოქროსთვის უფრო რბილი კარატული დონე, ვიდრე ჩვეულებრივ გამოყენებული, მხოლოდ-და-მხოლოდ ფერის გამო.[20]

მისი იუველირული ნაწარმი ისე ორიგინალური იყო, რომ ის არასოდეს ხელს არ აწერდა თავის ნაკეთობებს, აცხადებდა რა, რომ მისი სტილი მისი ხელმოწერაა.[23] და მხოლოდ ძვირფასეულობებს სიუზან ბელპერონის ხელში გავლილს მის სალონში დე შატედიენის ქუჩაზე, შეეძლოთ მიეცათ საფუძველი ამ ცნობილი გამონათქვამისთვის.[24] ის დარწმუნებული იყო, რომ ორიგინალურობა მისი საიუველირო ნაწარმებისა ხდიდნენ მათ ადვილად საიდენტიფიცირებელს და რომ ამიტომ არ იყო საჭიროება, რომ ისინი ხელმოწერილნი ყოფილიყვნენ. ეს იყო პრინციპი, რომელისგანაც მას არასოდეს გადაუხვევია, რომელიც აქამდე არ ხდის საიუველირო ხელოვნების ისტორიკოსების ამოცანას ადვილს, რადგან ზოგჯერ შეიძლება ძალიან ძნელი იყოს საიუველირო ნაკეთობის მიკუთვნება დიზაინერისათვის მხოლოდ დამახასიათებელი სტილის საფუძველზე.[25]

მეორე მსოფლიო ომი: ჰერცის საიუველირო სახლის ტრაგიკული ბოლო

რედაქტირება

პარიზის ოკუპაციის მანძილზე, ბერნარ ჰერცი, რომელიც ებრაული წარმოშობისა იყო, არაერთგზის იყო შემოწმებული. ერთ შემთხვევაში სიუზან ბელპერონმა შესძლო [26] გადაერჩინა ის გესტაპოსგან მისი მეგობრის რიკი რადიფის, მსახიობ გარი ბაურის მეუღლის წყალობით.

დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც ეწოდებოდა „ებრაელთა სტატუსი“, მიმართული იყო ფრანგი ებრაელების წინააღმდეგ, კოპირებული იყო ნაცისტური კანონებიდან და მიღებული 1940 წლის ოქტომბერში ვიშისტური რეჟიმის მიერ, სიუზან ბელპერონმა აიღო სრული კონტროლი ბერნარ ჰერცის სახლზე 1940 წლის ნოემბრიდან, რათა უზრუნველეყო კომპანიის გადარჩენა. როგორც ეს მოითხოვა ბერნარ ჰერცმა მისი პირველი დაპატიმრების შემდეგ 1941 წელს, სიუზან ბელპერონმა დაარეგისტრირა ახალი სააქციონერო კომპანია,[27], რომელსაც ეწოდებოდა შპს სიუზან ბელპერონი, კომპანიების რეესტრში, 700 000 ფრანკის კაპიტალით. მას ჰყავდა მხოლოდ ერთი კომპანიონი ჰენრი ჰიუბერტი. მისი მეგობარი მარსელ კოარდი ეხმარებოდა მას და ასესხა ფონდები აუცილებელი ტრანსაქციისათვის.

იცოდა რა, რომ ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იყო მხოლოდ მასზე, სიუზან ბელპერონი არასოდეს არ წყვეტდა მუშაობას ომის დროს, მიუხედავად სიძნელეებისა, რომელსაც ის განიცდიდა მასალების შოვნაში საიველირო ნაკეთობების დასამზადებლად.[28]

1942 წლის 2 ნოემბერს, სიუზან ბელპერონი და ბერნარი დაპატიმრებული იყვნენ გესტაპოს მიერ ბრალდების წერილის გამო და მიყვანილი ფოხის ავენიუზე. ბერნარი გადაყვანილი იყო პირდაპირ დრანსიში, შუალედურ ბანაკში, სადაც ის რჩებოდა 1943 წლის 2 სექტემბრამდე,[29] როცა გადაყვანილი იყო კონვოით აუსტვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთში. სიუზან ბელპერონმა ასევე განიცადა გესტაპოს დევნა [27] და მას მიეცა ბრძანება წარედგინა მათთვის ოფიციალური დოკუმენტები მის წარმოშობასთან და მისი ოჯახის რელიგიასთან დაკავშირებით.

საომარი მოქმედებების დროს სიუზან ბელპერონი ასევე მიუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობას.[27]

სიუზან ბელპერონს უკავშირდებოდნენ რიგი ამერიკული კომპანიები საიველირო ნაწარმის დიზაინის წინადადებებით ამერიკაში, მაგრამ მან ამჯობინა პარიზში დარჩენა.[30]

ომის შემდეგ, ჰერც-ბელპერონის შექმნა

რედაქტირება

უკანასკნელ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1943 წლის 21 თებერვლით და გაგზავნილია შუალედური ბანაკიდან, ბერნარ ჰერცი ანდობს თავის საქმეებს სიუზანს, მის ნებასთან ერთად ავალებს იზრუნოს ალინას და ჟანის, მისი შვილების ინტერესებზე [27] 1946 წლის 6 დეკემბერს ჟან ჰერცი, ბერნარ ჰერცის შვილი დაბრუნდა პარიზში სამხედრო ტყვედ პატიმრობის პერიოდის შემდეგ. მამის უკანასკნელი ნების შესასრულებლად, ჟანმა აიღო სანახევროდ მფლობელობა ახალი კომპანიისა, რომელსაც ეწოდა „ჟან ჰერცი - სიუზან ბელპერონი -შპს“.[27]

1945 წლის დასაწყისში სიუზან ბელპერონი გადავიდა მისი ბინიდან მონმარტრში რუე დ’აუმალ 14, პარიზში, მცირე მანძილზე ჰერც-ბელპერონის საიველირო სახლის მისაღები ოთახებიდან.[28] მისი დიდი ბინა იყო ამაღლებულ დონეზე ნეო-კლასიკური შენიბისა, შორეულ-აღმოსავლური გაწყობით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა კლასიკურ ესთეტიკურ სტილს. ყველა ოთახების შიდა დიზაინი დაევალა სიუზან ბელპერონის ახლო მეგობარს მარსელ კოარდს, ვისაც მან აგრეთვე ანდო მისაღები ოთახების გაფორმება რიუ დე შატეიენზე.[28]

უმცროსმა ჰერცმა და ბელპერონმა განაახლეს პარტნიორობა, წარმატებით მუშაობდნენ რა შემდგომი 30 წლის მანძილზე.[31]

ცნობილი იუველირი პრესტიჟული კლიენტებისთვის

რედაქტირება

იუველირმა სიუზან ბელპერონმა თავისი კლიენტურა მიიღო მხოლოდ-და-მხოლოდ თანამდებობით [32] სალონებში, რომლებიც განლაგებული იყო რიუ შატედიენის 59-ში. მას არასოდეს ჰქონია განზრახვა მოეწყო საიუველირო მაღაზია, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, რომ საიუველირო ნაწარმები მის საუკეთესო ელჩებს წარმოადგენდნენ. მისი მისამართი გადაეცემოდა მხოლოდ ფრთხილად, ზეპირად, რათა აერჩია კლიენტები, რომლებიც მიიზიდა მისი ნამუშევრების ორიგინალურობამ და ამგვარად უზრუნველყოფდნენ მის სულ უფრო მზარდ პოპულარობას როგორც საფრანგეთში, ისე მთელს მსოფლიოში.[32]

როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საგანზე, რაიმე შეკვეთის შესრულებამდე, სიუზან ბელპერონს არასოდეს ავიწყდებოდა გაეგო კლიენტის ცხოვრების სტილის შესახებ და აგრეთვე სწავლობდა მისი სახის კონტურებს, კანის მდგომარეობას და მისი ხელების ფორმას.[32] ამგვარადვე, სიუზან ბელპერონი ზრუნავდა აეღო ზუსტი ზომები თითის, მაჯის, ყელის, როგორც ამას აკეთებს მოდური ტანსაცმლის მკერავი. აუცილებლობის შემთხვევაში, სიუზან ბელპერონს ჰქონდა რამდენიმე მიზომება, სანამ ზომის მიხედვით დამზადებულ ბეჭედს თავის კლიენტს გადასცემდა,[32] რათა დარწმუნებულიყო, რომ თითოეული ნაკეთობა ზუსტად ერგება ზომით კლიენტს.

როგორც უფროსი ამქარში, სიუზან ბელპერონი ყურადღებით აკვირდებოდა დამზადების თითოეული ეტაპის შესრულებას, ზრუნავდა, რა, რომ ყველაფერი სათანადო დონეზე ყოფილიყო შესრულებული და არაფერი არ დარჩენოდა შემთხვევას. ამ მიზნით ის ატარებდა ყოველდღიურ შეხვედრებს სალონებში შატოდიენის ქუჩაზე ამქრების უფროსებთან.[33]

კრისტიან_დიორი

რედაქტირება

მის კლიენტებს შორის იყო უმრავლესი სამეფო და არისტოკრატიული ოჯახები, ისევე როგორც დინასტიები აღა ხანის, როტშილდის, ვილდენშტეინის და ვინძორის ჰერცოგის. სიუზან ბელპერონი ასევე იპყრობდა კლიენტებს ხელოვნების და შოუბიზნესის სამყაროდან (მსახიობებს, კომედიანტებს, დრამატურგებს, მოცეკვავეებს და მომღერლებს), ისეთებს, როგორიცაა კოლეტი, რობერ მალე-სტივენსი, ჰანა ვალსკა, მარია ფელიქსი, არნო ბრეკერი, ჟოზეფინა ბეიკერი, რაულ დუფი, დაიზი ფელოვესი, ალის კოკუა, მერლე ობერონი, ფრანსუა როზაი, მერი ბელი, ჩარლზ ბოიერი, ჰარი ბაუერი, ლუიზა დე ვილმორინი, ჟან კოქტო და ჰარი კუპერი. მოდის სამყაროდან სახელები მოიცავს განსაკუთრებით მის მეგობარს ელზა შიაპარელს, დიანა ვრილენდს, ნინა რიჩის, კრისტინა დიორს და ჟან ლანვინს, ხოლო პოლიტიკის სამყაროდან ისეთ სახელებს, როგორიცაა პოლ რენო, ლიონ ბლიუმი, მორის კიუვე დე მარვილი, გასტონ პალევსკი და გუფონ-ბოინის.[7][34]

სიცოცხლის ბოლო

რედაქტირება

1963 წლის 12 ივლისს, საიუველირო ნაწარმის დიზაინერს მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენის რაინდის წოდება. ჯვარი მას გადასცა მისმა დიდმა მეგობარმა ჟან მარჩატმა, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრმა მეორე მსოფლიო ომის დროს, საპატიო ლეგიონის ორდენის წევრმა და კომედი-ფრანსეზ მდივანმა.[35]

1970 წლის ივნისში მისი მეუღლის სიკვდილიდან ოთხი წლის შემდეგ, სიუზან ბელპერონი და მისი კოლეგა ჟან ჰერცი დათანხმდნენ საერთო შეხვედრაზე, რომელიც შედგა 1974 წლის 28 ივნისს,[31] რათა მეგობრულად გადაეწყვიტათ მათი კომპანიის საკითხი.[36] კომპანია ჰერც-ბელპერონი ლიკვიდირებული იყო 1975 წლის 31 დეკემბერს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა 45 წელს მიძღვნილს საიუველირო ხელოვნებისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავდა მისი პროფესიონალური მუშაობის ბოლოს. საფრანგეთში, თუ საზღვარგარეთ, ერთგულმა კლიენტებმა გამოჭედეს მეგობრობის და ერთგულების დიდი კავშირი მრავალი წლის მანძილზე.[36] ისინი განაგრძობდნენ მისი მომსახურებისათვის მიმართვას, ისე, რომ იგი აფასებდა მათ საიუველირო ნაწარმებს მემკვიდრეობის, დაზღვევის, ან მუზეუმებისთვის ჩუქების მიზნით.[36] მაგრამ სიუზან ბელპერონი უარს ამბობდა თანამშრომლობის ყველა შეთავაზებაზე (მათ შორის ტიფანი და კომპ.-სა)[37] რათა შესძლებოდა გადახედვა მისი საუველირო კოლექციისთვის.

სიუზან ბელპერონი გარდაიცვალა უბედური შემთხვევისაგან აბაზანაში 1983 წლის 28 მარტს, ოთხმოცდა ორი წლის ასაკში.[36] უშვილომ, მან მთელი თავისი ქონება უანდერძა ახლო მეგობარს.[36]

დავიწყებიდან ახალი ცხოვრებისკენ

რედაქტირება

ვინძორის ჰერცოგი ქალის საიუველირო ნაკეთობების აუქციონი

რედაქტირება

მიუხედავად მისი დიზაინის პოპულარობისა მის დროში, ბელპერონის სახელი დავიწყებას მიეცა ჟენევაში 1987 წლის 2 და 3 აპრილის პრესტიჟულ ვინძორის ჰერცოგი ქალის საუველირო ნაკეთობების და ძვირფასეულობის აუქციონამდე, რომელიც სოტბიმ ჩაატარა. ამ აუქციონის მანძილზე მხოლოდ ხუთი 16 ნაკეთობიდან იყო გულდასმით კატალოგიზირებული.

ბელპერონის საუველირო ნაწარმის განმეორებითი გამოჩენა

რედაქტირება

ვინძორის ჰეცოგი ქალის მფლობელობაში მყოფი სიუზან ბელპერონის საუველირო ნაწარმით მისი ნამუშევარი წინ წამოწეული, საბოლოოდ აღიარებული და საბოლოოდ დაფასებული იყო. „ჰერც-ბელპერონის ახალი საზოგადოება“ პარიზში, ვივიენის ქუჩა 10-ში დაარსებული იყო 1991 წელს და ჰყავდა მხოლოდ ერთი ექსკლუზიური ამერიკელი კლიენტი,[38] იუველირი, რომელიც იმყოფებოდა ნიუ-იორკში[39], რომელმაც შეუკვეთა ხელახლა დამზადება (შესაბამისად ახალი საიუველირო ნაკეთობების) ჰერც-ბელპერონის ახალ საზოგადოებას.

ჰერც-ბელპერონის ახალი საზოგადოება ლიკვიდირებული იყო 1998 წლის 28 დეკემბერს წილების აქციების მფლობელებისთვის გადაცემის შემდეგ.[37]

პირადი არქივების აღმოჩენა 2007 წელს

რედაქტირება

2007 წელს სიუზან ბელპერონის დარჩენილი მემკვიდრე გარდაიცვალა. მემკვიდრეობის ხაზით ახალი მემკვიდრე გახდა მფლობელი სიუზან ბელპერონის საკუთრების, მისი არქივების ჩათვლით.[40]

გავრცელდა ხმები, რომ სიუზან ბელპერონმა დაწვა თავისი არქივები, მაგრამ ეს მხოლოდ მითი იყო. ახალმა მემკვიდრემ აღმოაჩინა მონმარტრის ახლოს პატარა ბინა, რომლის კარები დაკეტილი რჩებოდა 1983 წლიდან. ეს ბინა შეიცავდა სიუზან ბელპერონის ავეჯს, ბიბლიოთეკას და მის სრულ არქივს [40]: დიდ კოლექციას სურათების, ჩანახატების, მოდელების, ნამზადების, საქმიანი მიმოწერის, დღიურების და განკარგულებების დანიშვნის შესახებ, რომელიც წარმოებდა 1937 წლიდან 1974 წლამდე, ბეჭდით დადასტურებულ ფოტოგრაფიებსა და სტატიებს პრესიდან. ეს აღმოჩენა წარმოადგენს გადამწყვეტს, რათა დადასტურდეს აუტენთიურობა და თვალის მიდევნება მისი ნამუშევრებისა, რომლებიც უბრალო ჩახატვას არ ექვემდებარებიან.[41]

ფაქტობრივმა მემკვიდრემ სიუზან ბელპერონისა, მისმა სამუდამო მეგობარმა, შეასრულა ხელოვანის ნება, მისი არქივების კონფიდენციალურობასა და მისი კლიენტების პატივისცემაზე„ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.[42]

ამ არხივებმა უჩვენეს, რომ ბევრი რამ, რაც დაწერილია სიუზან ბელპერონის შესახებ, იდუმალ და ძალიან ფრთხილ ქალზე, რჩება ფონდის გარეთ.[7] უფრო მეტიც, სიუზან ბელპერონის არქივებმა დაადასტურეს, რომ არსებობდა გეგმა წიგნისა ხელოვნების შესახებ, მიძღვნილი მისი მუშაობისადმი. ჰანს ნადელხოფერი (1949-1988) კრისტის, ჟენევა საიუველირო დეპარტამენტის ექსპერტი, ცნობილი კარტესადმი მიძღვნილი საცნობარო მონოგრაფიით, გეგმავდა 1981 წელს დაეწერა წიგნი სიუზან ბელპერონის მუშაობის შესახებ. ამ პროექტით მოხიბლულმა, სუზან ბელპერონმა დაიწყო ყველა არქივების შეგროვება, მაგრამ ის ტრაგიკულად გარდაიცვალა 1983 წელს.[36]

2008 წელს, ხელოვნებით გატაცებულმა ახალმა მემკვიდრემ ჰკითხა[42] მწერალს, რომელიც სპეციალიზირდებოდა ანტიკურ საიველირო ნაწარმებში და საიუველირო საქმეში ფრანგ ექსპერტს, გაეგრძელებინა შავად ნაწერი პროექტი საცნობარო მონოგრაფიისა, რომელიც დაწყებული იყო ჰანს ნადელხოფერის მიერ. ფრანგმა ექსპერტმა შეიძინა 2008 წლის 1 ოქტომბერს[37] ვერსალის მიერ რეგისტრირებული კონტრაქტით, სრული არქივი სიუზან ბელპერონისა და უფლებამოსილი იყო უკანასკნელი დარჩენილი მემკვიდრის მიერ უზრუნველეყო განუსაზღვრელი ვადით „მომავალი ექსპერტიზა ყველა ნაკეთობებისა შექმნილის სიუზან ბელპერონის მიერ“.[37]

მარადიული სტილი მზარდი წარმატებით

რედაქტირება

სიუზან ბელპერონის საუველირო ნაწარმების სტილს, რომელიც დროის დინებას არ ექვემდებარება [43] აქვს სულ უფრო მზარდი წარმატება, როგორც უჩვენა ორმა დამახასიათებელმა გაყიდვამ პარიზში გულსაბნევისა ზურმუხტისა და ბრილიანტებისაგან 674 99 დოლარად 2010 წლის 19[44] მაისს და ბრასლეტისა ტურმალინით, ზურმუხტით, ოლივინით, ბერილისგან, შეფერილი საპფირისაგან და ოქროდან, გაყიდული 330 895 დოლარად 2011 წლის 24 ნოემბერს.[45]

უფრო ადრე 2012 წელს, კარლ ლაგერფელდმა აიჩია ერთ-ერთი საიუველირო ნაწარმი ხალცედონიდან, რათა ტონი მიეცა შანელის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციას.[46]

2012 წლის 14 მაისს სიუზან ბელპერონის პერსონალური საიუველირო კოლექცია ღია მემკვიდრეობაში 2007 წლიდან, გაიყიდა ჟენევაში. აუქციონზე 60 ლოტით, გაყიდულით სამჯერ უფრო მეტ ფასად თავდაპირველად შეფასებულზე, წავიდა ჩაქუჩიდან 3,45 მილიონ დოლარად, განსაკუთრებით კლდის კრისტალების და ბრილიანტის ბეჭდით (498 255 დოლარი).[47]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Harper's Bazaar (ინგლისური) სექტემბერი 1936 მარტი 1938 აპრილი 1938 ივლისი აგვისტო 1938 იანვარი 1939
  • Le Figaro : (ფრანგული) ნოემბერი 1934, დეკემბერი 1935
  • ვოგი (ჟურნალი) - ამერიკული გამოცემა: (ინგლისური) სექტემბერი 1933, იანვარი 1934, მაისი 1934 ივნისი 1935 ოქტომბერი 1935 იანვარი 1936 თებერვალი 1936 აპრილი 1936 ივნისი 1936, იანვარი 1937
  • ვოგი (ჟურნალი) - ბრიტანული გამოცემა: (ინგლისური) აგვისტო 1934, 1936
  • ვოგი (ჟურნალი) - ფრანგული გამოცემა: (ფრანგული) ნოემბერი 1933, მაისი 1934 ივნისი 1934 ივლისი 1934 იანვარი 1935 თებერვალი 1935 მარტი 1935 აპრილი 1935 ივნისი 1935 სექტემბერი 1935 თებერვალი 1936 მარტი 1936 აპრილი 1936 აგვისტო 1936 იანვარი 1937 თებერვალი 1937 , მარტი 1937 მაი ივნისი 1947, დეკემბერი 1947, თებერვალი 1948, სექტემბერი 1950, დეკემბერი 1951, იანვარი 1952, დეკემბერი 1960, მარტი 1972
  • San Francisco Sunday Chronicle :(ინგლისური) 16 ნოემბერი 1961
  1. (ფრანგული) Vogue magazine - Auction - Belperron jewels fr. Vogue.fr (21 november 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი 2012.
  2. (ფრანგული) Colin, Thérèse (1937). Industries in Saint-Claude (fr). Les Études rhodaniennes, გვ. 196. ციტირების თარიღი: 29 April 2012. 
  3. (ინგლისური) Bauer, Max (1968). Precious Stones, Vol. 1. Dover Publications, გვ. 244. ISBN 978-0486219103. ციტირების თარიღი: 29 April 2012. 
  4. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 20. 
  5. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 8.  Class results of the School of Fine Arts, Besançon, 1918; Reproduced in the book
  6. 6.0 6.1 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 8.  Certificate of employment of Maison René Boivin addressed to Suzanne Belperron, reproduced in the book
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 8. 
  8. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 9. 
  9. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 16. 
  10. (ინგლისური) Lankarani, Nazanin. "Special Report: A Cut Above: Jewelry; An Unsigned Iconoclast of 20th-Century Design." The New York Times. December 11, 2010.
  11. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 32. 
  12. 12.0 12.1 12.2 (ფრანგული) Cailles, Françoise (11 oct 1994). René Boivin Jeweller (fr). Éditions de l'Amateur, გვ. 399. ISBN 978-2859171742. 
  13. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 36. 
  14. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 100. 
  15. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 8, p.109 "Diana Vreeland was a close friend of Suzanne Belperron", p.110 "she adored Suzanne Belperron’s style.", p. 280 "From the world of fashion, the names which appear in her notebooks include her friend Elsa Schiaparelli, Diana Vreeland, Nina Ricci, and Jeanne Lanvin.". 
  16. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 47. 
  17. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 223. 
  18. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 200. 
  19. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 240. 
  20. 20.0 20.1 (ინგლისური) Fase, Marion and Penny Proddow. "Four Designing Women." Art & Antiques Magazine. October 1993
  21. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 251. 
  22. 22.0 22.1 (ინგლისური) Gessner, Liz. "The Rebirth of a Genius." W Magazine. May 11–18, 1992
  23. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. cover. 
  24. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 130. 
  25. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 62. 
  26. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 48. 
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 49. 
  28. 28.0 28.1 28.2 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 50. 
  29. (ფრანგული) Shoah Memorial - Wall of names - Bernard Herz. memorialdelashoah.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-16. ციტირების თარიღი: 2012-09-02.
  30. (ინგლისური) Macklowegallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-26. ციტირების თარიღი: 2012-09-02.
  31. 31.0 31.1 (ფრანგული) Possémé, Evelyn. Bijoux Art Deco et Avant Garde. Norma, 2009. ISBN 978-2-915542-20-2.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 86. 
  33. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 66. 
  34. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 280. 
  35. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 17. 
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 54. 
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 13. 
  38. (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 10. 
  39. (ინგლისური) Joan Duncan Oliver. (August 28, 1994) The rage for the real. The New York Times. ციტირების თარიღი: May 1, 2012.
  40. 40.0 40.1 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 6. 
  41. (ფრანგული) Sotheby's magazine - Personal jewelry of Mrs. Belperron fr. sothebys.com (January–February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 2012-09-02.
  42. 42.0 42.1 (ინგლისური) Raulet and Baroin (2011). Suzanne Belperron, გვ. 348. 
  43. (ფრანგული) Museum of Arts Décoratifs in Paris - Exhibition 2009 - Art Deco and Avant-Garde Jewelry. lesartsdecoratifs.fr (19 march 2009 to 12 july 2009).
  44. (ინგლისური) Auction of a a cornucopia brooch. Christie's (19 may 2010).
  45. (ინგლისური) Auction of a tourmaline, emerald, peridot, beryl, coloured sapphire and gold bracelet. Christie's (24th november 2011).
  46. (ფრანგული) Visit the workshops of the embroiderer before the Chanel show French. FranceTV.fr (24 janvier 2012).
  47. (ინგლისური) Sotheby's - Sotheby's - Jewels from the Personal Collection of Suzanne Belperron. Sotheby's (14 may 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი 2012.