სილჰაკი
სილჰაკი (შილჰაკი; კორ. 실학;; სიტყვასიტყვით „რეალურ მეცნიერებათა დაჯგუფება“) — საზოგადოებრივი აზრის მიმდინარეობა კორეაში XVI საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ჩამოყალიბდა როგორც კრიტიკული და რეფორმული მიმართულება. სილჰაკის წარმომადგენლები ლიუ ჰიონ ვონი (1622–1673), ლი იკი (1681–1764) და სხვა სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მომხრენი იყვნენ, ხაზს უსვამდნენ ცხოვრებასთან დაკავშირებულ რეალურ მეცნიერულ განვითარების აუცილებლობას, მხარს უჭერდნენ მოწინავე მეცნიერული ცოდნის გავრცელებას ქვეყანაში.[1]
სილჰაკის მეცნიერებისა და ფილოსოფოსების მთავარი დევიზი იყო რეალური საგნების შესწავლა. ლიუ ჰიონ ვონი იყო სილჰაკის პირველი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, ხოლო მისმა მემკვიდრემ ლი იკმა კორეაში გაავრცელა ევროპული საბუმებისმეტყველო მეცნიერებები.[2]
გამოჩენილმა სილჰაკის წევრმა პაკ ჩი ვონმა (1737–1805) ხელი შეუწყო „პრაქტიკული ცოდნის“ განხორციელებას ცხოვრებაში. სილჰაკის იდეების ცნობილი წარმომადგენელი იყო აგრეთვე ჩოკ იან ეკი (1762–1836) — გეოგრაფიის, ისტორიის, ასტრონომიის, მათემატიკისა და მედიცინის შესანიშნავი მცოდნე.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სირჰაკფხა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- История Кореи, т. 1, М., 1974, с. 248-49, 287—94;
- Чон Чин Сок, Чон Сон Чхоль, Ким Чхан Вон, История корейской философии, пер. с кор., т. 1, М., 1966, с. 205—91.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.
- ↑ 2.0 2.1 მოკლე სალიტერატურო ენციკლოპედია. ფუნდამენტური ელექტრონული ბიბლიოთეკა (რუსული)