ლი იკი
ლი იკი (ფსევდონიმი სონხო; კორ. 이익; დ. 18 ოქტომბერი, 1681 — გ. 17 დეკემბერი, 1763) — კორეელი მეცნიერი, სირჰაკფხას წარმომადგენელი. წარმოშობით სამეფო კარიდან იყო. დასავლეთ ევროპელი ბუნებისმეტყველების იდეების გავლენით გამოდიოდა ნეოკონფუციანელობის ფეოდალური იდეოლოგიის, ბუდისტური და დაოსური მისტიკის კრიტიკით. თავისი მსოფლმხედველობით უახლოვდება მატერიალიზმს, თუმცა მთლიანად არ ჩამოშორდა კონფუციანელობის სულიერი არსის ინტერპრეტაციას. ლი იკი აუცილებელი რეფორმების გატარების იდეით გამოდიოდა, რის გამოც მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეიმუშავა დემოკრატიული გარდაქმნების პროგრამა აგრარული მხარის მიმართებაში.
ლი იკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1681 |
დაბ. ადგილი | ანსანი |
გარდ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1763 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | სეული |
მოქალაქეობა | ჯოსონი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი, პოლიტიკოსი და პოეტი |
ავტორია ასამდე წიგნისა, რომლებიც გამოქვეყნდა XX საუკუნეში. მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომია: „სხვადასხვა საგნების დასკვნის შესახებ“ („სესოლ იუსონი“), რომელშიც მოცემულია ეთნოგრაფიული, ასტრონომიული და გეოგრაფიული ცნობები. ნეოკონფუციანელებისგან განსხვავებით, ლი იკი თვლიდა, რომ გეოგრაფია და მათემატიკა შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც აკადემიური დისციპლინები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლი იკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- Чон Чин Сок, Чон Сон Чхоль, Ким Чхан Вон, История корейской философии, пер. с кор., т. 1, М., 1966, с. 223-34.