სირტი (ვაკე)
სირტი (<თურქ. სირტ — შემაღლება, ბორცვი) — სწორი ან ოდნავ ტალღოვანი და სუსტად დანაწევრებული დენუდაციური ზედაპირი (ვაკე) ტიან-შანის მთებში, 3500–4000 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს უახლეს ხანაში დიდ ნაოჭებად გაღუნულ, წყვეტებით გართულებულ და ეროზიით დანაწევრებულ მოსწორების ზედაპირის ნარჩენს. სირტები ერთმანეთისგან გამოყოფილია უფრო მაღალი ქედებით. ჭარბობს მთის ველებისა და ცივი უდაბნოს მცენარეულობა.[1][2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სირტი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.
- ↑ Сырты // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 508.