სირიული ზაზუნა

ძუძუმწოვრების სახეობა

სირიული ზაზუნა ან წინააზიური ზაზუნა (ლათ. Mesocricetus auratus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზაზუნასებრთა ოჯახისა. საშალო ზომის ზაზუნაა. მისი სხეულის სიგრძეა 13–13,5 სმ, რომლიდანაც 1,5 სმ კუდის სიგრძეა.[1] მასა — 100–125 . დაფარულია რბილი და ფაფუკი მოოქროსფერო ბეწვით. ნაირმჭამელია, იკვებება თესლებით და კაკლებით, აგრეთვე სხვადასხვა მწერებითჭიანჭველებით, კრაზანები, ტარაკანებითა და ბუზებით.[1] ბუნებაში გავრცელებულია ალეპოს სიახლოვეს, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მტკიცებით — აღმოსავლეთ თურქეთშიც.[2][3] უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული გახდა სირიული ზაზუნის მოშინაურება.[1]

სირიული ზაზუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mesocricetus auratus (Waterhouse, 1839)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 13219
  1. 1.0 1.1 1.2 Mesocricetus auratus: Information. Animal Diversity Web. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2010-08-16.
  2. Mesocricetus auratus. The IUCN Red List of Threatened Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2010-08-16.
  3. Don E. Wilson & DeeAnn M. Reeder. Mesocricetus auratus. Mammal Species of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2010-08-16.